სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რამდენად მნიშვნელოვანია სწავლებისას დისკუსიის გამოყენება?
05-03-2023
-
+


სასწავლო პროცესში დისკუსის ჩართვა შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მომგებიანი საშუალება იყოს. 

დისკუსიით მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნება ვითარდება, ისინი მეტს ფიქრობენ და აზრის ჩამოყალიბებას სწავლობენ. გარდა ამისა, მსჯელობა მათთვის ძალიან საინტერესოა, ასე საგაკვეთილო პროცესში უფრო დიდი მონდომებით ერთვებიან.

რამდენად მნიშვნელოვანია სწავლებისას დისკუსიის გამოყენება - ამ საკითხზე ხშირად მსჯელობენ, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა უმეტესად თანხმდებიან, რომ ის საჭირო და მომგებიანია. გთავაზობთ, ერთ-ერთი ექსპერტის მოსაზრებას - რა უპირატესობები აქვს გაკვეთილზე დისკუსიის გამოყენებას. 

ზრდის მოსწავლეთა ინტერესსა და ჩართულობას 

გაკვეთილის განმავლობაში დისკუსიის გამოყენება მოსწავლეების ყურადღების შენარჩუნებას ხელს უწყობს. ამ დროს ისინი, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა მოსაზრებას აყალიბებენ, მსჯელობენ. ეს კი მათ "აიძულებს", რომ კიდევ უფრო მეტი იფიქრონ, განსხვავებული მოსაზრებები ერთმანეთს დაუკავშირონ და კრიტიკულად იაზროვნონ. 

დისკუსია მასწავლებლისთვის კარგი უკუკავშირია
 
როდესაც მოსწავლეები თემის გარშემო მსჯელობენ, სვამენ კითხვებსა და აზრს აყალიბებენ, პედაგოგს წარმოდგენა ექმნება იმის შესახებ, თუ რა იციან მოსწავლეებმა. ისინი გაიგებენ, რამდენად გაიაზრეს საკითხი. თუ გამოჩნდება, რომ რომელიმე მოსწავლე კონკრეტულ საკითხში სუსტია, მასწავლებელს შეუძლია გამოსწორებაში დაეხმაროს.

სხვადასხვა საკითხზე სამსჯელოდ მოსწავლეთა მზაობას ხელს უწყობს
 
თუ მასწავლებელი სასწავლო პროცესის განმავლობაში დისკუსიის მეთოდს აქტიურად იყენებს, მოსწავლეები უფრო მეტად მომზადებულები იქნებიან ამა თუ იმ საკითხე სამსჯელოდ. მათ იციან, როგორ წარმართონ საუბარი, რაზე გაამხვილონ ყურადღება, რა კონტრარგუმენტები მოიყვანონ. გარდა ამისა, ისინი გაკვეთილისთვისაც მომზადებულები მოდიან, რადგან იციან, რომ შესაძლოა ეს ცოდნა დისკუსიისას გამოიყენონ.

მოსწავლეთა მეტყველების უნარსა და კულტურას ავითარებს
 
მეტყველების კულტურა ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. მას კი სწორედ დისკუსია ავითარებს. ამ გზით მასწავლებელები მოსწავლეებს, ფაქტობრივად, აუდიტორიის წინაშე სასაუბროდ ამზადებენ. საჯაროდ საუბარი სწორედ ის უნარია, რომელიც პრაქტიკით უმჯობესდება. 

დისკუსიის გამოყენებისას მასწავლებელი საკლასო გარემოს აკონტროლებს
 
პედაგოგი ხედავს, თუ ვინაა აქტიური და პასიური მოსწავლე. ამ დაკვირვებით კი უკვე იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს თითოეულ მათგანთან, რათა სასწავლო პროცესზე ფოკუსირებულები იყვნენ. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება