სიახლეები
სიახლეები, სხვა სიახლეები

„მასწავლებელო!.. მუდამ იცოცხლებს შენი სახელი!“ - გარდაცვლილ კოლეგას ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორმა ლექსი მიუძღვნა
22-02-2023
-
+


ცაგერის მუნციპალიტეტში ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ინგლისური ენის პედაგოგი, 43 წლის გელა ლიპარტელიანი დაიღუპა. ის სოფელ ჩქუმის, ზუბისა და ისუნდერის საჯარო სკოლებში ასწავლიდა. 

ამ უდიდესმა ტრაგედიამ ყველა შეძრა, მათ შორის ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი, რომელმაც დაღუპული კოლეგის ხსოვნას ემოციური ლექსი მიუძღვნა.

მთვარისა ახვლედიანმა etaloni.ge-ს უამბო, რომ გელა ლიპარტელიანი თბილისში დაიბადა, მე-8 და მე-9 კლასში კი მშობლიურ სოფელში - ისუნდერში დაბრუნდა. განათლება სხვა მიმართულებით მიიღო, შემდეგ კი ინგლისური ენის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარა და მუშაობა სამ სკოლაში დაიწყო. 

„მამა ისუნდერიდანაა, დედა კი ჩვენი მეზობელი სოფლიდანაა. ზოოვეტერინარული განათლება მიუღია, თბილისში მუშაობდა. მერე საბერძნეთში წასულა - დასთან და სიძესთან ცხოვრობდა 5 წელი. საქართველოში დაბრუნებულს, მშობლიური კუთხის სიყვარული და მონატრება შეუჩნდა თურმე და სოფელში დაბრუნდა. პანაშვიდზე წასვლა გვინდოდა, მაგრამ თბილისში გადაუსვენებიათ, სადაც მშობლები ჰყავს“, - გვიამბობს მთვარისა ახვლედიანი. 

დირექტორის თქმით, გელა ლიპარტელიანი რელიგიური ადამიანი ყოფილა და ქველმოქმედებასაც ეწეოდა. 

„ძალიან რელიგიური და მორწმუნე ყოფილა, უცოლშვილო, 43 წლის. თურმე ქუთაისში ჩადიოდა და ხელფასის 10%-ს ხელმოკლე ოჯახებს ურიცხავდა. ერთხელ, ხელფასს დაგვიანებია, ძალიან განიცადა და მომდევნო თვეში ორივე თვის 10-10% ერთად შეუტანია ტაძარში. ასეთ სიკეთის მთესველ, უნიჭიერეს და უკეთილშობილეს ადამიანად ახასიათებს ყველა“, - გვიყვება ბარდნალის სკოლის დირექტორი. 

მთვარისა ახვლედიანი უშუალოდ ტრაგედიაზეც საუბრობს. ინგლისური ენის მასწავლებელს ორშაბათს ქუთაისში ზამთრის საბურავები შეუძენია. ისუნდერში აღმართია, ვერ ასულა და ჩქუმში წასვლა გადაუწყვეტია, სადაც მეორე დღეს გაკვეთილები უნდა ჩაეტარებინა. ტრაგედიაც სწორედ ამ დროს მოხდა. 

„კლდის მასა ჩამოიშალა, 20 მეტრზე უთრევია მანქანა. ჩვენი კოლეგები, მამაკაცები წასულები იყვნენ. დიდი ხნის განმავლობაში ვერ ამოიყვანეს მანქანა. ასე შეეწირა სტიქას, მშობლიური კუთხის სიყვარულს და პროფესიულ მოვალეობას. ორი დღეა ამ საშინელებით შეძრული ვარ, დღეს კი სათქმელი გულსა და ყელში მომებჯინა და ლექსი დამაწერინა. 

ჩვენ მთვარისა ახვლედიანის ლექსს უცვლელად გთავაზობთ: 

მ ა ს წ ა ვ ლ ე ბ ე ლ ო !... 
მიხვდი, მშობელი მხარე გიხმობდა,
შენი ბავშვობის სოფელი ტკბილი,
არ გიფიქრია ბევრი მიტომ და
მთას დაუბრუნდი ერთგული შვილი.
სიკეთეს თესდი უშურველადა,
სოფლის ბავშვები მიგაჩნდა შვილად,
ასწავლიდი და თანაც მოძღვრავდი,
რაც ყველას გვქონდა გულისტკივილად:
მშობელი მიწის ფასი იცოდეთ,
ნუ მიატოვებთ ბავშვობის კერას,
მამა-პაპათა შექმნილ საუნჯეს
თქვენ უნდა ექცეთ ღირსეულ მცველად;
წიგნი გიყვარდეთ, ცოდნას ეწაფეთ
და გაუფრთხილდით მშობლიურ ენას!...-
მაგალითადაც თვითონვე ექეც,
ერთგულ მეგობრად მიაჩნდი ყველას.
შრომა და გარჯა, ბუნებით ტკბობა,
მადლის ქმნა თავად გმატებდა ძალას,
დღეს კი ამბავმა შენი დაკარგვის
ჩვენც ფეხქვეშ მიწა გამოგვაცალა!...
შენს ხმას, შენს სიტყვას და ამ სიყვარულს
გულიდან გულში კვლავ უნდა ევლო,
ზარი მოგიხმობს, სკოლა გეძახის,
ბავშვები გელის, მასწავლებელო!...
მასწავლებელი, გულით ქართულით,
სიძნელეების გადამლახველი -
გვეყვარები და გვემახსოვრები,
მუდამ იცოცხლებს შენი სახელი!...

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება