სიახლეები
საინტერესო

ვინ არის ვირჯინიელი მასწავლებელი ტატიანა ორინგია, რომელიც ქართულ ტრადიციულ ცეკვასა და სიმღერას ეუფლება
08-11-2016
-
+


“Peace Corps” ქართულად „მშვიდობის კორპუსი“ არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მოხალისეობრივი პროგრამა. 
 
მშვიდობის კორპუსი საქართველოში 2001 წლიდან შემოვიდა და მას შემდეგ საქართველოში 300-ზე მეტმა მოხალისემ იმსახურა.  

მოხალისეები მუშაობენ სკოლებსა და ორგანიზაციებში. 

2015 წლის სექტემბერიდან ოშორის სკოლა ჩაერთო მშვიდობის კორპუსის მიერ გამოცხადებულ კონკურსში.  

2016 წლის ივლისში ჩამოვიდა სკოლაში ჩავიდა მოხალისე - ტატიანა ორინგია წარმოშობით აშშ-დან, კერძოდ ვირჯინიის შტატიდან.  

მას დამთავრებული აქვს ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური ურთიერთობის ფაკულტეტი, ტატიანას აქვს ბაგა-ბაღში და უნარშეზღუდულ ადამიანებთან მუშაობის გამოცდილება.  

სოფელში მისვლისთანავე ის აქტიურად ჩაერთო სკოლის ცხოვრებაში. ჩამოაყალიბა საზაფხულო ბანაკი, რათა უკეთ დაემყარებინა მოსწავლეებთან კომუნიკაცია. სწავლის დაწყების შემდეგ გაიხსნა “ინგლისური ენის“ კლუბი. კლუბი მოსწავლეებს ენის უკეთესად შესწავლაში ეხმარება.   

ტატიანა დაინტერესებულია ქართული ტრადიციებით - დაიწყო სიარული ქართული ტრადიციული ცეკვის გაკვეთილებზე, ასევე აქტიურად დადის მუსიკის გაკვეთილებზე, მას კვირაში 18 ინგლისური ენის საათი აქვს, რომელსაც 3 პარტნიორ მასწავლებელთან ერთად ატარებს. როგორც სკოლის მოსწავლეები აღნიშნავენ, ტატიანა არის კომუნიკაბელური და იუმორით აღსავსე.  
 
მან ოქტომბრის ბოლოს სკოლაში პარტნიორ მასწავლებელთან ერთად ჩაატარა “ Halloween“-თან დაკავშირებული ღონისძიება, რომელშიც სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები.  

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება