მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში მოსწავლეების წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები ტარდება.
სკოლაში ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება სახელწოდებით - „წაიკითხე წიგნი ხმამაღლა“ ჩატარდა, რომელიც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მიეძღვნა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პედაგოგებმა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები შესთავაზეს. მასწავლებელმა - შორენა ბერიშვილმა მოსწავლეებს წიგნის კითხვის კულტურა გააცნო.
ღონისძიებაზე მე-5 კლასის მოსწავლეებმა გიორგი შატბერაშვილის მოთხრობები წაიკითხეს.
მეექსვსეკლასელებმა კი ნიკო გომელაურის ლექსები გააჟღერეს. მათ მოამზადეს ფოტოკოლაჟი და თანატოლებს წიგნის კითხვისკენ მოუწოდეს.
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ღონისძიების ფარგლებში მე-8 კლასის მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. ბიბლიოთეკარმა - დოდო გეგეჭკორმა მათთან ერთად ალექსანდრე ყაზბეგისა და ლევან გოთუას შემოქმედებიდან მათთვის საინტერესო ფრაზები, ეპიზოდები და აბზაცები წაიკითხა.
სკოლის წარმომადგენლები ღონისძიების მონაწილეებს მადლობას უხდიან და წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის (MIA) გამარჯვებული გუნდი “Terra Tech”ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლიდან დაბრუნდა
თითოეულ გამარჯვებულ პედაგოგს 250 ლარიანი თაიგული გადაეცემა - მასწავლებელთა ეროვნული პრემიის ცერემონიალი ნახევარ მილიონზე მეტი დაჯდება
„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს
როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები
„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები