სიახლეები
სიახლეები, სხვა სიახლეები

„როცა გზაში მოვკვდები, არც გმირის სახელი მიშველის და არც ჰოლანდიური სამგლოვიარო ყვავილები“ - ძმუისის სკოლის პედაგოგი დიდთოვლობის პირისპირ
23-02-2023
-
+


„დიდთოვლობაა სოფელში. არ არსებობს არც გზა, არც შუქი, არც წყალი. აფთიაქი და მაღაზია რომ არ გვაქვს, აშკარაა ალბათ. სამი დღის სამყოფი საჭმელი თბილისიდან დამაქვს.

მთელი ზამთარია სახლიდან სკოლამდე და პირიქით 2-3 კილომეტრს გავდივარ ფეხით მგლის ნაკვალევზე, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რომ ბავშვებს ვასწავლო. როცა სოფელში მოვდივარ მანქანით, გზა ისეთი სახიფათოა, როდის რომელ კლდეში გადავვარდებით, არ ვიცით.

დღეს ისეთი ამბავია, ახლა ვცდილობ უახლოეს ქალაქში ჩასვლას და ჩავრჩით თოვლში ვერც წინ მივდივართ, ვერც უკან. ვურეკავთ გამგებელს და ვთხოვთ, გზის გაწმენდას. და გამგებელი გვპასუხობს: დღეს თოვს, ხვალ გადაიღებს და მაშინ გავწმინდავთო. ორმაგი ხარჯიაო.

პ.ს. როცა ამ გზაში ჩავკვდები, არც გმირის ძახილი მიშველის, არც იმის რომ საქვეყნო საქმეს ვაკეთებ და არც ზამთარში ჰოლადიიდან ჩამოტანილი სამგლოვიარო ყვავილები. ყინვისგან ვკვდები აქ, მე შტერს მგონია, რომ სახელმწიფოს უკეთესს მომავალზე ვზრუნავ და თურმე თქვენ ხარჯის გაწევა არ გინდათ. სირცხვილია, ხალხო...

სირცხვილია!!!!!

 

გნიშნავთ იმიტომ, რომ გაიგოთ რა გაუსაძლისი გახდა უკვე ამ სოფელში მუშაობა, არსებობა და ყველაფერი. არავინ თქვას რომ ვინმესთვის პრიორიტეტია სოფლის გადარჩენა დაცარიელებისგან“, - ეს ფეისბუქპოსტი ლაურა გოტიაშვილს ეკუთვნის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის, ძმუისის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგს, რომელიც წლებია კილომეტრებს გადის, რათა ადგილობრივმა ბავშვებმა მიიღონ განათლება; მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ლაურა მასწავლებლის მისვლამდე, სკოლას უცხოური ენის პედაგოგი ორი წელი არ ჰყავდა.

ვითარებაში უკეთ გასარკვევად, etaloni.ge ლაურა გოტიაშვილს დაუკავშირდა:

„ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, გეტყვით: გზა არ არსებობს და რამდენჯერაც მოთოვს, იმდენჯერ პრობლემაა სოფელში ასვლა... ადრე ამ კრიტიკულ მანძილს ფეხით ვფარავდით, მაგრამ მგლის კვალის გამო, უკვე საშიშია გადაადგილება.

ფეისბუქპოსტი კი მას შემდეგ დავწერე, რაც სკოლაში მიმავალები, მაღალი გამავლობის მანქანის მიუხედავად, ჩავრჩით ამ დიდ თოვლში; დავურეკეთ გამგებელს, რომელმაც გვითხრა, თოვლი რომ გადაიღებს, შემდეგ გავწმენდთ გზებს, მანამდე კი ეს ორმაგი ხარჯიაო...

მოსახლეობა დაგვეხმარა... ბარებით და ნიჩბებით გავწმინდეთ გზა, მანქანაც, როგორც იქნა, ამოათრიეს... მეოთხე წელია ვმუშაობ ამ სკოლაში და გზის დაგებაზე უარს გვეუბნებიან. ხიდს გავდივართ კიდევ, რომელიც არის დამპალი და ზედ გადააგეს მშრალი ფიცრები, რაც ძალიან საშიშია - არის შანსი, რომ ჩატყდეს. 

ნადირიც ჩამოდის თოვლში და ხან ბავშვები, ხან სოფლის მაცხოვრებლები გვხვდებიან გასაცილებლად, გზის გამკვალავი არავინაა.

- რესურსცენტრს თუ დაუკავშირდით?

- ამჯერად არ დავკავშირებივარ, თუმცა წინა წლებში, როდესაც უგზოობის გამო, ჰიბრიდული მოდელი შევთავაზეთ, უარი გვითხრეს, რადგან ინტერნეტის პრობლემაა. ქუთაისიდან ამოვდივარ სოფელში, სადაც სამ დღეს ვჩერდები, შემდეგ კი ქუთაისში ვბრუნდები, საიდანაც თბილისში მივემგზავრები, რადგან თბილისში ვცხოვრობ... ვერც ვტოვებ მოსწავლეებს! მჯერა, ყველა ბავშვი იმსახურებს ხარისხიან განათლებას, აქ კი მათ წვდომა არაფერზე აქვთ და იმედის თვალით გვიყურებენ, ელიან, რომ ჩვენ, მასწავლებლები დღეს გავუფერადებთ... 

ამის შემდეგ etaloni.ge ტყიბულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ირინე კორძაიას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული პრობლემის საპასუხოდ განაცხადა, რომ გზები უკვე გაწმენდილია:

„გზები გაწმენდილია და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს... თუმცა სკოლებს აქვთ რეკომენდაცია, მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, შეწყვიტონ სწავლა და შემდეგ ონლაინ გაკვეთილების, ან შაბათის ხარჯზე აანაზღაურონ. რადგან ძმუისში ინტერნეტიზაციის პრობლემაა, შაბათის ხარჯზე შეიძლება გაცდენილი საათების აღდგენა... ერთი-ორმა სკოლამ ასეც გააკეთა და რადგან კონკრეტული სკოლის დირექტორმა არ შეწყვიტა სასწავლო პროცესი, ესე იგი ამის საჭიროება არ იყო“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება