სიახლეები
სკოლები

ყელქცეულის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ფორუმ-თეატრი მოაწყვეს
23-02-2023
-
+


ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. 

იმართება სხვადასხვა სახის აქტივობა თუ პროექტი. ამჯერად, X კლასის მოსწავლეებმა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ფორუმ-თეატრი მოაწყვეს. მათ ძალადობის წინააღმდეგ ხმა მხატვრულად აიმაღლეს, ყველას დაანახეს პრობლემის აქტუალობა და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათი ხელმძღვანელი მასწავლებელი ნელი საძაგლიშვილი იყო. 

მოსწავლეებს სკოლაში წარმატებას უსურვებენ. 

„ფორუმ-თეატრის იდეის ფუძემდებელია ავგუსტო ბოლი. ავგუსტო ბოლი იყო ბრაზილიელი თეატრის თეორეტიკოსი, მსახიობი და პოლიტიკური აქტივისტი. იგი აქტიურად ებრძოდა საზოგადოების დაყოფას კლასებად, რის გამოც იდევნებოდა პოლიტიკური რეჟიმების მიერ. არგენტინაში გადასახლების პერიოდში მან დაიწყო ფორუმ-თეატრის იდეაზე მუშაობა. ეს მეთოდი მიმართულია სოციალური ტრანსფორმაციისაკენ, საზოგადოების სასიკეთო ცვლილებისაკენ, თემში არსებული პრობლემების მოგვარებისაკენ.
ფორუმ-თეატრი ჩვეულებრივი სპექტაკლისგან განსხვავდება იმით, რომ სცენასა და მაყურებელს ერთმანეთთან აკავშირებს. წარმოდგენა იმართება ორჯერ. კონკრეტული სცენის გამეორებისას მაყურებელს ეძლევა საშუალება, გახდნენ მსახიობები და შეცვალონ პროცესის მიმდინარეობა სასურველი სცენარით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის (MIA)  გამარჯვებული გუნდი “Terra Tech”ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლიდან დაბრუნდა

თითოეულ გამარჯვებულ პედაგოგს 250 ლარიანი თაიგული გადაეცემა - მასწავლებელთა ეროვნული პრემიის ცერემონიალი ნახევარ მილიონზე მეტი დაჯდება

ვადა 1-ელ ოქტომბრამდე განისაზღვრა - მინისტრის ბრძანებით, ვის ეხება დისტანციური სწავლება

ახალი სტანდარტის ინდიკატორები - რა წერია ჩარჩო-დოკუმენტში

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება