სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რატომ არ უნდა შეაწყვეტინოთ მოსწავლეს საუბარი? - რჩევები პედაგოგებს
10-03-2023
-
+


ზოგადად, ადამიანისთვის საუბრის შეწყვეტინება კარგ ტონად ნამდვილად არ მიიჩნევა. ეს უპატივცემულობასა და უყურადღებობაზე შეიძლება მეტყველებდეს. განსაკუთრებული სიფრთხილე კი მოსწავლეებთანაა საჭირო. 

სკოლაში, მოსწავლეებთან ურთიერთობისას, მასწავლებლები გარკვეულ ნორმებს იცავენ - იციან მოსწავლეთა და საუკთარი უფლება-მოვალეობები. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა პატივისცემა იგრძნონ, მაშინ დამოკიდებულება ორმხრივი იქნება.

არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც გაკვეთილის განმავლობაში, მასწავლებლებს უწევთ მოსწავლეებს საუბარი გააწყვეტინონ. როგორც ექსპერტების ნაწილი ამბობს, ეს კარგი სულაც არ არის. ჩვენ ერთ-ერთი მათგანის მოსაზრებას გთავაზობთ.

პირველი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გააწყვეტინოთ მოსწავლეს საუბარი არის ის, რომ ბავშვი იბნევა, შემდეგ შეიძლება აზრის ჩამოყალიბება გაუჭირდეს და უხერხულ მდგომარეობაში  ჩავარდეს. გარდა ამისა, ის საკუთარი თავის რწმენას - თავდაჯერებულობას კარგავს, რაც მოსწავლეზე უარყოფითად აისახება. კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ შეიძლება კიდევ უფრო გაჯიუტდეს და სათქმელის დაფიქსირება უხეშად მოინდომოს.

აბა, როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი?

მოსწავლეს საუბარი უხეშად არ გააწყვეტინოთ, დაელოდეთ წინადადებებს შორის ბუნებრივ შესვენებას. ასევე, შეგიძლიათ წინასწარ გააფრთხილოთ, უთხარით: „ახლა ჩემს აზრსაც გეტყვით“ ან „ბოდიში, უნდა გაგაწყვეტინო“. ასეთი ფორმით ლაპარაკი მოსწავლეებთან უფრო გამართლებულია და ისინი ამას ჩვეულებრივად მიიღებენ.

მსგავსი მიდგომა მათ დაარწმუნებს, რომ პატივისცემით ეპყრობით, მათ აზრს ითვალისწინებთ და უგებთ. ამ გზით, მოსწავლესა და მასწავლებლს შორის პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნებაა შესაძლებელი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება