სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

კუბის მეთოდი - სააზროვნო უნარების განსავითარებელი საინტერესო საშუალება
04-03-2023
-
+


კუბის მეთოდი მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განსავითარებელი საინტერესო მეთოდია, ამასთან, ის სასწავლო პროცესს ააქტიურებს. აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა, მოსწავლეებმა თემა სხვადასხვა კუთხიდან დაინახონ.

მეთოდის აღწერა და მისი გამოყენების ინსტრუქცია მასწავლებლებისთვის განკუთვნილ ინტერაქტიური მეთოდების სახელმძღვანელოშია მოცემული.

როგორ გამოვიყენოთ?

მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოამზადოს კუბის ფორმის პატარა ყუთი ან დახაზოს კუბის შლილი დაფაზე, რომლის თითოეულ გვერდზე უნდა ეწეროს მოქმედებები: აღწერე, შეადარე, გააანალიზე, გამოიყენე, დაიცავი, საწინააღმდეგო გამოთქვი.

მასწავლებელს შეაქვს სასწავლო თემა და განუმარტავს მოსწავლეებს, რომ დაწერონ მოცემული თემის, მოვლენისა თუ ლიტერატურული პერსონაჟის შესახებ კუბის გვერდებზე მოცემული ოპერაციების მიხედვით. სამუშაო დრო წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული.

I გვერდი - აღწერეთ საგანი, მოვლენა, პერსონაჟი და ა.შ.

II გვერდი - შეადარეთ რას/ვის ჰგავს საგანი, მოვლენა, პერსონაჟი. რას გახსენებთ? რასთან დააკავშირებთ?

III გვერდი - გააანალიზეთ რა გამოიწვია აღნიშნული მოვლენა? რისგანაა დამზადებული საგანი? რა დამახასიათებელი ნიშნები აქვს პერსონაჟს?

IV გვერდი - გამოიყენეთ. როგორ გამოიყენებთ?

V გვერდი - დაიცავით. მოიყვანეთ საჭირო არგუმენტები.

VI გვერდი - გამოთქვით საწინააღმდეგო აზრი და გაამყარეთ არგუმენტით.

პირველ ეტაპზე მასწავლებელი მოსწავლეებს აწყვილებს და ავალებს, მეწყვილეებმა გაინაწილონ კუბის გვერდები (3-3), შემდეგ კი ფურცელზე დაწერონ ნააზრევი. აქტივობისთვის აძლევს გარკვეულ დროს. შემდეგ ეტაპზე მეწყვილეებმა ერთმანეთს უნდა წაუკითხონ ნამუშევრები და დაუსვან კითხვები. მოსწავლეებმა კონკრეტულად უნდა განმარტონ რა მოეწონათ და რა - არა. ბოლო ეტაპზე კი მოსწავლეებმა, სურვილის მიხედვით, საკუთარი ნამუშევარი კლასს უნდა წაუკითხონ.

მეთოდის მიმდინარეობისას მასწავლებელმა უნდა დაიცვას კუბის მხარეების თანმიმდევრობა ბლუმის საფეხურების მიხედვით დაბალი სააზროვნო უნარებიდან მაღალი სააზროვნო უნარებისკენ.

კუბის მეთოდი ხელს უწყობს:

  • საკუთარი აზრის გამოთქმის;
  • კომუნიკაციის;
  • ინფორმაციის დახარისხების;
  • ანალიზის,
  • მსჯელობის,
  • შეფასებისა და
  • შედარების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
იხილეთ ასევე: ბლუმის ტაქსონომია და მისი გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება