მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ 18 წლამდე ასაკის მრავალშვილიან ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგნაირად:
ა) სამშვილიან ოჯახზე – 200 ლარი;
ბ) ოთხშვილიან ოჯახზე – 300 ლარი;
გ) ხუთშვილიან ოჯახზე – 350 ლარი;
დ) ექვს და მეტშვილიან ოჯახზე – 400 ლარი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ შვილი და ჰყავთ კიდევ ერთი 18 წლამდე ასაკის შვილი, ერთჯერადი დახმარება მიეცემათ 400 ლარის ოდენობით.
ასევე მრავალშვილიან (სამი და მეტი) ოჯახებზე საახალწლო-საშობაოდ გაიცემა 150 ლარი. დახმარების მისაღებად კი ბენეფიციარებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
გ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
დ) საბანკო ანგარიში.
ასევე გარკვეული კატეგორიის მოსახლეობისთვის გათვალისწინებულია სასურსათო კალათა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ