მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართული ენის კვირეული ტურცხის საჯარო სკოლაში - დირექციისა და მოსწავლეების გადაწყვეტილებით, მოეწყო კონკურსი - „ვინ უკეთ წერს?“. მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
პარალელურად, ხელნაწერი ბარათები მომზადდა და ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვა გაიმართა.
ამავდროულად, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ტურცხის საჯარო სკოლაში აჩვენეს დოკუმენტური ფილმი - „დამწერლობის ისტორია, ქართული დამწერლობა“.
კვირეულის დასასრულს კი, კონკურსის („ვინ უკეთ წერს?“) მონაწილეთაგან სამი გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც ქართული ენის კათედრის მიერ, თამარ დევდარიანის ხელმძღვანელობით, სიგელები გადაეცათ.
სკოლის დირექცია კოლეგებსა და მოსწავლეებს მონაწილეობისათვის მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო