მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა ღია კარის დღე გურჯაანის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი აბიტურიენტებისათვის 2023 წლის გამოცდების შესახებ მნიშვნელოვანი და აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება იყო.
აბიტურიენტები საინფორმაციო შეხვედრაში აქტიურად ჩაერთვნენ. მათ კითხვებს 2023 წლის წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე და ასევე სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები პასუხობდნენ. კითხვები ძირითადად შეეხებოდა საგამოცდო პროცესსა და კონკრეტულ საგნებთან დაკავშირებულ არაერთ საკითხს.
ცენტრის წარმომადგენლებმა აბიტურიენტებს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება გამოცდებისათვის მზადების პროცესში, ასევე რა უნდა გაითვალისწინონ რეგისტრაციისა თუ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას.
ღია კარის დღეებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველკვირეულად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მართავს. მოეწყობა ონლაინ ღია კარის დღეებიც, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა