მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„გზადაგზა ჯარისკაცები, ჯერ თითო-თითოდ შემდეგ კი ჯგუფ-ჯგუფად, თავს ანებებდნენ თავის ნაწილებს და თოფებითა და ტყვიისმფრქველებით მიდიოდნენ თავთავიანთ სოფლებში“, – ასე იხსენებდა უკან დახევის დეტალებს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი.
საბჭოთა რუსეთი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1921 წლის 11 თებერვლის ღამეს შემოიჭრა.. თბილისის გარშემო რამდენიმედღიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ, რომელსაც თავისუფლებისათვის მებრძოლი არაერთი იუნკერი შეეწირა, წითელი არმია დედაქალაში შემოვიდა და გაბატონდა.
1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.წინააღმდეგობა კიდევ ხუთ კვირას გაგრძელდა ,თუმცა უშედეგოდ. ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა.
საქართველოს მთავრობა ჯერ ქუთაისში გადავიდა, შემდეგ ბათუმში, საიდანაც 1921 წლის 17 მარტს საფრანგეთში გაიხიზნა.
საქართველომ 70 წლიანი წითელი არმიის ბატონობის შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვება 1991 წლის 9 აპრილის შეძლო.
1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, თბილისში, მთავრობის სასახლეში ხელი მოეწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.რასაც მძიმე განვითარება მოჰყვა,თუმცა დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა,მაგრამ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დღემდე გრძელდება.
დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ