სიახლეები
სკოლები

კალის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურით დასაჩუქრდნენ
27-02-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლას, მწერალი დავით ტურაშვილი და „მთიელი წიგნების“, წარმომადგენლები ეწვივნენ.

„მთიელი წიგნების“ თაოსნობით გამართულ ღონისძიებას: „გააცანი შენი საყვარელი მწერლები მთაში მცხოვრებ ბავშვებს“ არა მარტო მოსწავლეები და მასწავლებლები, მშობლები და სხვა ადგილობრივებიც ინტერესით დაესწრნენ.

დათო ტურაშვილი სკოლას მეგობრებთან ერთად, კამპანიის - „დაუბრუნე წიგნი მთას“ ფარგლებში სტუმრობდა.

სკოლის ბიბლიოთეკას მეტად საინტერესო წიგნები გადაეცა. მეტიც, წინა შეხვედრაზე მოსწავლეებისთვის თხოვნით, მათი სასურველი წიგნებიც მიიტანეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მწერლის და „მთიელი წიგნების“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ღონისძიებიდან მეორე დღესვე მოსწავლეებმა წიგნების კითხვა დაიწყეს.

„მესტიის რაიონის კალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იციან რომ მწერალი დათო ტურაშვილი არის: უაღრესად განათლებული, დაწერილი აქვს პიესები, იცის ბევრი ენა, უყვარს მოგზაურობა და საკუთარი აზრების სხვებისთვის გაზიარება... დათო ტურაშვილის ნაწარმოებია „ჯინსების თაობა“ სამგზავრო წერილების კრებული „კატმანდუ“, „ცნობილი და უცნობი ამერიკა“, „იყო და არა იყო რა“, „მე რომ ფეხბურთელი ვიყო“, „გურჯი ხანუმი“, „მოთხრობები“, „ჩაძირული ქალაქის ღამე“, „ჩემი ირლანდიელი პაპა“, „ტყეების მეფე“, „ტიბეტი არ არის შორის“, „კატმანდუ“ და „ხალდე ლაჰილ“... ზოგიერთი მათგანი გამოქვეყნებულია 23 ენაზე, იბეჭდება სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურულ პერიოდიკაში.

ასევე არის ავტორი სამეცნიერო-კვლევითი წერილებისა ლიტერატურათმცოდნეობასა და ისტორიოგრაფიაში. თარგმნილი აქვს როგორც პროზაული, ასევე პოეტური ტექსტები რუსული, ესპანური და ინგლისური ენებიდან...

მთავარი საქმე გაკეთდა, დიდებისა და პატარების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია დათო ტურაშვილის წიგნმა - „ხალდე-ლაჰილი“, რომლშიც აღწერილია მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში მეფის რუსეთის წინააღმდეგ სოფელი ხალდეს აჯანყებული მოსახლეობის  ბრძოლის დამარცხების, გადარჩენილი მეამბოხე სვანების გასამართლების ამაღელვებელი სცენა. ჩამოთვლილია მშობლიური მიწის დამცველი ისტორიული პერსონაჟები, რომელთა შთამომავლობა დღემდე არ ივიწყებს მათ სახელებს. სტუმრების მიზანი შესრულდა, მოსწავლეებს და არა მხოლოდ მათ მიეცათ შესაძლებლობა „მიახლოებოდნენ“ იმ პერსონაჟებს, რომლებთან შეხვედრის შესაძლებლობაც აქამდე არ ჰქონიათ და თუ ბავშვები ვერ მიდიან წიგნებთან, „მთიელი წიგნები“ თავად მოვიდნენ შეავსეს ბიბლიოთეკა და საშვილიშვილო ტრადიცია განაგრძეს: წიგნებთან ერთად განათლება - სიახლე, ხალისი, ნაკითხობისადმი ლტოლვა შემოიტანეს მცირეკონტინგენტიან კალის სკოლაში“, - გვიყვებიან სკოლაში

საპატიო სტუმრების ვიზიტთან დაკავშირებით და „ორგანიზაცია „მთიელი წიგნების“ საქმიანობაზე, სკოლის დირექტორი რაულ გულბანიც გვიყვება:

„ორგანიზაცია „მთიელი წიგნები“ 2022 წლის დასაწყისში შეიქმნა და პირველივე დღეებში გვაჩვენეს, თუ როგორი მიზანსწრაფულები არიან. უკვე მეორედ გაგვახარეს სტუმრობით. დათო ტურაშვილი - საქართველოს ცნობილი ნიჭიერი და გონიერი მწერალი ჩვენი ბავშვების საყვარელი ავტორი გახადეს... მეტიც, სხვა ავტორებიც დაახლოვებს ბავშვებთან. მადლობა ყველას, ვინც ასე ზრუნავს მთის სოფლებზე. ყოველთვის სიხარულით და სიამოვნებით ველოდებით“.

იხილეთ ფოტობი:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვადა 1-ელ ოქტომბრამდე განისაზღვრა - მინისტრის ბრძანებით, ვის ეხება დისტანციური სწავლება

ახალი სტანდარტის ინდიკატორები - რა წერია ჩარჩო-დოკუმენტში

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება