სიახლეები
სკოლები

ახალშენის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ლუიზა ტუკვაძემ მოსწავლეებს ღია გაკვეთილი არაერთი სასწავლო მეთოდით გაუმრავალფეროვნა
27-02-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მე-4 კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მასწავლებელ ლუიზა ტუკვაძის ხელმძღვანელობით, ღია გაკვეთილი ჩატარდა. მისი თემა ტარიელ ხავთასის მოთხრობა - „მოხუცი და ბროლია“ იყო. მასწავლებელმა გაკვეთილის მიზნის მისაღწევად სხვადასხვა მეთოდი გამოიყენა, მათგან მეოთხეკლასელებისთვის სიახლე „აზროვნების ექვსი ქუდი“ იყო. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ მეთოდის გამოყენებით, მოსწავლეებმა მიტოვებული ოთხფეხა მეგობრების პრობლემის გადაჭრა სხვადასხვა ჭრილიდან მარტივად შეძლეს. მათ საკითხი დადებითი და უარყოფითი მხრიდან განიხილეს, იმსჯელეს არგუმენტირებულად და შეიმუშავეს პრობლემის გაჭრის რამდენიმე ვერსია.

მოსწავლეები ღია გაკვეთილის მიმდინარეობაში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

„გაკვეთილზე ახალი მეთოდი საინტერესოდ დაიტესტა კოლეგებისთვისაც. გაკვეთილი დასაწყისიდან დასასრულამდე აქტიურ რეჟიმში ჩატარდა, მოსწავლეებში იგრძნობოდა გაკვეთილისადმი ჩართულობა და ინტერესი.
დასასრულს, მასწავლებელმა შეაფასა საკუთარი გაკვეთილი. ისაუბრა მეთოდის ეფექტურობასა და მიღწეულ შედეგზე. დამსწრე კოლეგებმა გამოხატეს საკუთარი შთაბეჭდილებები. აღნიშნეს, რომ ახალ მეთოდს დანერგავენ საკუთარ პრაქტიკაშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვადა 1-ელ ოქტომბრამდე განისაზღვრა - მინისტრის ბრძანებით, ვის ეხება დისტანციური სწავლება

ახალი სტანდარტის ინდიკატორები - რა წერია ჩარჩო-დოკუმენტში

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება