მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ბევრნაირი ფორმა არსებობს. მათგან ერთ-ერთი კი კოლეგის გაკვეთილზე დასწრებაა. უმჯობესია, თუ დამსწრე მასწავლებელი იმავე საგნის ან კათედრის წარმომადგენელი იქნება. მისი ეფექტური უკუკავშირი დადებით გავლენას მოახდენს პედაგოგის პროფესიულ განვითარებაზე.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს რომ ურთიერთდასწრება მასწავლებელთა პროფესიული წინსვლისთვისაა აუცილებელი და ეს არ ნიშნავს, რომ დამსწრე მასწავლებელმა უფრო მეტი იცის, ვიდრე მან, ვისაც გაკვეთილზე ესწრებიან. გაკვეთილზე დასწრება არანაკლებ შედეგის მომტანი იქნება დამსრე პედაგოგისთვისაც.
ურთიერთდაკვირვებას რამდენიმე ეტაპი აქვს:
პირველია დაკვირვების წინა შეხვედრა. ამ დროს მასწავლებელმა, რომელსაც გაკვეთილზე უნდა დაესწრონ, კოლეგას უნდა გააცნოს გაკვეთილის გეგმა და აუხსნას, რა სახის დახმარებას ელის მისგან. ამის შემდეგ კოლეგებმა გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმები ერთად უნდა შეიმუშაონ.
შემდეგი ეტაპია გაკვეთილზე დასწრება. დამსწრე პედაგოგმა ყურადღებით უნდა ადევნოს თვალი გაკვეთილის მიმდინარეობას, ჩაინიშნოს დეტალები, რათა შეძლოს, დაწვრილებით აღწეროს საგაკვეთილო პროცესი.
ბოლო ეტაპი კი უკუკავშირია. გაკვეთილის შემდეგ დამსწრე მასწავლებელმა უნდა შეაფასოს და დაკვირვების შედეგები წარუდგინოს პედაგოგს, რომელსაც დაესწრო. მათ ერთად უნდა გააანალიზონ გაკვეთილი და საჭიროების შემთხვევაში, შეიტანონ ცვლილებები გაკვეთილის გეგმაში.
ურთიერთდაკვირვება იმიტომ არის კარგი, რომ ეს მეთოდი პედაგოგს ეხმარება, საკუთარი თავი სხვისი თვალით დაინახოს, შეაფასოს თავისი სამუშაო პროცესი და გააანალიზოს პრობლემები.
გაკვეთილზე დასწრება დამსწრე მასწავლებელსაც ზრდის პროფესიულად, რადგან მან შესაძლოა, გაკვეთილზე აღმოაჩინოს ისეთი მეთოდები, რომელსაც თავადაც გამოიყენებს.
მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთდასწრების დროს დამსწრე პედაგოგის მიზანი პროფესიული ზრდა იყოს და არა კოლეგის კრიტიკა. მან არა მხოლოდ გაკვეთილზე გამოვლენილ სისუსტეებზე უნდა იმსჯელოს, არამედ, უნდა აღნიშნოს პედაგოგის ძლიერი მხარეებიც.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ