სიახლეები
სკოლები

აჭყვას საჯარო სკოლის მე- 8 კლასის მოსწავლეებს ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი მუზეუმში ჩაუტარდათ 
28-02-2023
-
+


„მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად საჭიროა შესაბამისი გარემოს შექმნა, რისთვისაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო აქტივობის განხორციელება“, - აღნიშნავენ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში, სადაც მომავალ თაობას მრავალფეროვან და მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ცოცხალი შთაბეჭდილებებისა და ემოციების შექმნის, კვლევა-ძიებისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარების მიზნით, მე- 8 კლასში, ისტორიასა და ხელოვნებაში, ჩატარდა ინტეგრირებული გასვლითი გაკვეთილი თემაზე -  „შუა საუკუნეების ქალაქური ტიპის დასახლება და ხელოსნობა აჭარაში“.

მერვეკლასელები ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში იმყოფებოდნენ. 

„მუზეუმი არის სივრცე, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ თვალი ადევნონ კაცობრიობისა, თუ საკუთარი ერის განვითარების უწყვეტ პროცესს, მრავალსაუკუნოვან მიღწევებსა თუ მონაპოვარს.

„მოსწავლეებმა უნდა შეძლონ წარსულის, როგორც ერთი მთლიანობის აღქმა. გაკვეთილი მუზეუმში არის შესაძლებლობა, რომელიც მოსწავლეს ერთდროულად უვითარებს დაკვირვების, კვლევის, ანალიზისა და შეფასების უნარებს.

ბავშვი ახალი ცოდნის არა მარტო პასიური მიმღებია, არამედ უშუალოდ არის ჩართული ინფორმაციის გადამუშავებისა და გაანალიზების პროცესში.

მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილი თანაბრად ეფექტურია მოსწავლეთა სხვადასხვა ტიპისთვის, ექსპონატებთან მუშაობა ხელს უწყობს ინფორმაციის ეფექტურად აღქმას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ უძველეს ხელოვნების ნიმუშებს, განევითარებინათ თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევები და შემოქმედებითი აზროვნება.

სკოლის დირექცია პედაგოგებს შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილისთვის მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვადა 1-ელ ოქტომბრამდე განისაზღვრა - მინისტრის ბრძანებით, ვის ეხება დისტანციური სწავლება

ახალი სტანდარტის ინდიკატორები - რა წერია ჩარჩო-დოკუმენტში

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება