მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერითა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით ტარდება კონკურსი „მწვანე ჯილდო“
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღმზრდელებს/მეთოდისტებს, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესში ახორციელებენ გარემოსდაცვითი ან/და აგრარული თემების სწავლებას, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით და ატარებენ აქტივობებს შესაბამისი დამხმარე სახელმძღვანელოებიდან „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” და „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”.
2022-2023 სასწავლო წლის საუკეთესო აღმზრდელის/მეთოდისტი და დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასი) მასწავლებელი გამოვლინდება გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს.
კონკურსი „მწვანე ჯილდო”, რომლის მიზანიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების ხელშეწყობა და აღმზრდელებისა და მეთოდისტების წახალისებაა, 2018 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ