სიახლეები
სიახლეები

მეთოდური რეკომენდაციების სახელმძღვანელო მე-5-6-7 კლასის მასწავლებლებისთვის
08-03-2023
-
+


განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი პედაგაგოგებს სთავაზობს მეთოდური რეკომენდაციების სახელმძღვანელოს, რომელშიც მასწავლებლებისთვის ერთგვარის ინსტრუქციებია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აუხსნან  სხვადსხვა კლასის მოსწავლეებს პარლამენტის დანიშნულება და არსებობის მნიშვნელობა. 

სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელო „რა ვიცით პარლამენტის შესახებ“ ორ ნაწილად იყოფა. პირველი 5-6 კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო მეორე - მე-7 კლასელებისთვის. კომიტეტი მასწავლებლის წიგნტან ერთად მოსწავლეების სახელმძღვანელოებსაც ავრცელებს.

მოსწავლის წიგნი (მე-5-მე-6 კლასი)
მეთოდური რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის (მე-5-მე-6 კლასი)

მოსწავლის წიგნი (მე-7 კლასი)
მეთოდური რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის (მე-7 კლასი)


„ზოგადად, ბავშვებს ადრეული ასაკიდან ესმით სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც არ იციან. მშობლები მიიჩნევენ, რომ მათ შინაარსს ბავშვები თავის დროზე გაიგებენ. ამიტომ პატარებს ხშირად არასწორი წარმოდგენა უყალიბდებათ ამა თუ იმ ცნებასა და მოვლენაზე, საზოგადოების ნაწილზე, სახელმწიფოსა და მის მართვაზე. ეს პაკეტი მოიცავს მოსწავლის სახელმძღვანელოსა და მეთოდურ სახელმძღვანელოს პედაგოგებისთვის. მისი მიზანია, მოსწავლეებს ზოგადი წარმოდგენა შეუქმნას საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე. მასალა განკუთვნილია V-VI კლასის მოსწავლეთათვის. მას აგრძელებს VII კლასის სახელმძღვანელო, სადაც პარლამენტის საქმიანობის საკითხები უფრო ვრცლად არის წარმოდგენილი.

წინამდებარე წიგნის დახმარებით, მასწავლებლები გაკვეთილებს ჩაატარებენ პარლამენტის თემაზე. მასში წარმოდგენილია აქტივობები მასალის ასათვისებლად; შემოთავაზებულია გაკვეთილების ჩატარების გარკვეული თანმიმდევრობა; ახსნილია თითოეული საკითხისა და აქტივობის მიზანი; და მოცემულია დამატებითი მეთოდური ან ზოგადპედაგოგიური ინფორმაცია მასწავლებლისთვის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია სახელმძღვანელოს შესავალში. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება