სიახლეები
სიახლეები

ტესტირების განრიგი და მაქსიმალური ქულები ცნობილია - NAEC ინფორმაციას აქვეყნებს
07-03-2023
-
+


 
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური 8 მარტს დაიწყება. ტესტირება ჩატარდება ქ. თბილისის N122 საჯარო სკოლის შენობაში დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომელსაც მოგაწვდით სკოლის ადმინისტრაცია. 
 
I სესიაზე რეგისტრაცია - 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება 10:00 საათზე დაიწყება. II სესიაზე რეგისტრაციის დრო 14:30 საათია, ტესტირების დაწყების დრო კი - 15:00 საათი. ეს არ ეხება რუსულ და გერმანულ ენებს. რუსულ ენაში რეგისტრაცია დაიწყება 12:30 საათზე, ხოლო გამოცდა - 13:00 საათზე. გერმანულ ენაში რეგისტრაციის დაწყების დროა 15:30 საათი, ხოლო გამოცდის - 16:00 საათი.
 
რეგისტრაციის დროს მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს სკოლის მიერ გაცემული მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია. 
 
განრიგი:
 
8 მარტი
 
I სესია -  ქართული ენა და ლიტერატურა;
ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის;
ფიზიკა.                 
 II სესია - გეოგრაფია, ფრანგული ენა.
                 
 
9 მარტი
 
I სესია - მათემატიკა, ისტორია;
 II სესია - ბიოლოგია.
 
 
 10 მარტი 
                     
 I სესია - ინგლისური ენა, ქიმია;
13:00 საათზე -  რუსული ენა;
16:00 საათზე - გერმანული ენა.
 
ოლიმპიადის მესამე ტურის ტესტების მაქსიმალური ქულები
 
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.  

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება