სიახლეები
სკოლები

„ყველა გზას, კეთილშობილს, უფალი ფარავს!“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლას პედაგოგმა - მაია კოპალიანი-ჯიქიძემ ხოტბა ლექსით შეასხა
01-03-2023
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურას შემოქმედი პედაგოგი ასწავლის.

მაია კოპალიანი-ჯიქიძე პოეზიისადმი სიყვარულით გამოირჩევა. თავადაც წერს ლექსებს.

etaloni.ge გთავაზობთ, პედაგოგის ნამუშევარს, რომელიც მასწავლებელმა ქუთაისის N2 საჯარო სკოლას მიუძღვნა. 

ხომ არის გზები, ბილიკები,
არის შარები,
ტრამალები,
ფართო ტრასები,
გზატკეცილები,
ფიქრში, ზრუნვაში დაკეცილები;
მთას შეკიდული ბილიკები,
დაკლაკნილები,
გოლგოთის გზები,
ჩვენივ ჯვრებით გასავლელები,
დასაძლევლები,
გასავლელები...
და კიდევ არის შენობები –
ხან ქოხმახები, ხან ქარვასლები....
მაგრამ ტაძრები!
და გზები ამ ტაძრისკენ მიმავალი არის ბილიკიც უწვრილესი
და ფართო შარაც,|
რომელთა გავლა ზოგს ჰგონია ადვილი და ზოგს კი ზარავს.
ზარავს სიმძიმე, ან სიცივე,
ან ტვირთი ზარავს,
მაგრამ ყველა გზას, კეთილშობილს, უფალი ფარავს!
და გზები იგი არის სწორი და თანაც მალი, გასროლილი ისარივით სწორი და მალი, ხანაც მიხვეულ–მოხვეული, ხან დამრეცილი, მაგრამ დალოცვილი და აღმავალი.
დგას ტაძარივით!
უთვალავს ითვლის ნაბიჯებს მისკენ მიმავალი გზები,
უამრავს იჩენს ნაფეხურებს
და რეკავს სამრეკლო.
დგას ტაძარივით და მეტყველებს აქ ყველაფერი:
ეს დათოვლილი ნაძვებიც,
ის ჭადარიც, სკოლის ერთგული დარაჯი; ძეგლები, რომლებიც ყველა გაკვეთილს ატარებენ და დგანან დასტურად კაცთმოყვარეობისა, უანგარობისა, მადლიერებისა.
უკრავს ლურჯი გიტარა მელოდიას მხოლოდ ამ ტაძრისას და ლაციცებენ ლანდები ამ ხეთა წვეროკინებზეც, ფართო დერეფნებშიც, საკლასო ოთახებშიც, ცარიელ თუ ჟრიამულით სავსე საკლასო ოთახებშიც.
იმ ფანჯრებიდან გამომავალი შუქის მირონი ყველა ბნელსა და უკუნს ანათებს, წყვდიადის შემანგრეველი ძალა აქვს ყველასთვის, ვისაც ყოველ დილით ეს გზა გაუთელავს, „რათა ჭკუა ავარჯიშოს, ტვინსა და გულს მოძრაობა მისცეს, ფეხი აადგმევინოს“.
დიდკაცთა ნაკვალევზე სიარული ბედნიერებაა, მაგრამ პასუხისმგებლობა უფრო მეტია. ზამთრის სიცივესავით რომ შეგაჟრჟოლებს, ისეთია ეს პასუხისმგებლობის შიში,
რადგან ტაძარი ლოცვას ითხოვს,
შრომას ითხოვს
და დროდადრო მსხვერპლსაც ითხოვს.
და დგას ტაძარი მისკენ მიმავალი დათოვლილი და ნაბიჯებდაჩნეული გზებით.

    ავტორი - მაია კოპალიანი-ჯიქიძე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვადა 1-ელ ოქტომბრამდე განისაზღვრა - მინისტრის ბრძანებით, ვის ეხება დისტანციური სწავლება

როდის ბრუნდებიან ბაღის თანამშრომლები სამსახურში

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

პიროვნება
სკოლები
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა“
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება