სიახლეები
სკოლები

„სიმღერებად ქცეული ლექსები“ - შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი მენჯის საჯარო სკოლაში
01-03-2023
-
+


„მოზარდის სულიერი აღზრდის, ესთეტიკური ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად პოეზია და მუსიკა განუყოფელია“,- აღნიშნავენ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლაში, სადაც მეშვიდე კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე -  „სიმღერებად ქცეული ლექსები“,  ღია გაკვეთილი ჩატარდა.

შთამბეჭდავი გაკვეთილი მოსწავლეებს მასწავლებელმა ელისო ლემონჯავამ შესთავაზა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ხელოვნების ორი ძირითადი დარგის სინთეზირებით მიღებულ ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე.

„ქართველი კაცი ყოველთვის ღიღინებდა, სიმღერა იყო შრომის და ბრძოლის იარაღი. ასე იქმნებოდა „ჩაკრულო“, „ურმული“, „მრავალჟამიერი“, „ლილე“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და მოიძიეს ქართველ პოეტთა ნაწარმოებები, რომლებიც კომპოზიტორებმა მუსიკალურად ააჟღერეს.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები, რომლებსაც დღეს, საქართველოში ყველგან მღერიან. მოისმინეს ჰამლეტ გონაშვილის, დები იშხნელების, „ცისფერი ტრიოს“, თამარ გვერდწითელის მიერ შესრულებული სიმღერები.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა აღმზრდელ პედაგოგებს საკუთარი ხელით შექმნილი მისალოცი ბარათებით მიულოცეს დედის და ქალთა დღე.

მენჯის საჯარო სკოლის დირექტორი ლია თოფურია გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

პიროვნება
სკოლები
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა“
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება