სიახლეები
სკოლები

ხორენიის საჯარო სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
01-03-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი საინფორმაციო შეხვედრა იმართება. 

ამჯერად, სკოლამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელს უმასპინძლა.

შეხვედრა 22 თებერვალს გაიმართა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დესპანმა მოსწავლეებს უნივერსიტეტი და მისი საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო და იმ შესაძლებლობების შესახებ ესაუბრა, რასაც თსუ აბიტურიენტებს 2023 წელს სთავაზობს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრას მე-10 და მე-12 კლასის მოსწავლეები, დირექტორი რუბენ ვარდანიანი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლეილა  დათაშვილი ესწრებოდნენ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმი წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

პიროვნება
სკოლები
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა“
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება