სიახლეები
სკოლები

რუისპირის საჯარო სკოლაში STEM კონფერენცია ჩატარდა
01-03-2023
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლაში STEM მიმართულებით სწავლა-სწავლების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია.

სწორედ ამიტომ, 24 თებერვალს სკოლაში სასკოლო STEM კონფერენცია ჩატარდა. 

კონფერენციას ორგანიზება გაუწია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის (კათედრის წევრები: ლალი ჭუაძე, მარინე კობაიძე) თავმჯდომარემ - ლალი ტორიაშვილმა.

კონფერენციის თემა იყო „შეიმეცნე სამყარო“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ VII-VIII-X კლასის მოსწავლეები - ქეთევან ნაცარაშვილი, თეიმურაზ სილაგაძე, ნიკა ძამუკაშვილი, საბა ნონიკაშვილი, ლალი პაპუნაშვილი, ქეთევან ნინიკელაშვილი,მარიამ ყვარელაშვილი და აკო ძამუკაშვილი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ციფრულ ფორმატში კონფერენციის თემატიკის შესატყვისი პრეზენტაციები წარმოადგინეს.

„კონფერენცია მიზნად ისახავდა მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციას და არაფორმალური განათლების ინტეგრირებას, ფორმალურ განათლებასთან“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

პიროვნება
სკოლები
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა“
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება