სიახლეები
სიახლეები

როგორ უნდა დარეგისტრირდეთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - დეტალური ინსტრუქცია
02-03-2023
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო. etaloni.ge გთავაზობთ დეტალურ ინსტრუაციას, როგორ უნდა გაიარონ აბიტურიენტება რეგისტრაცია, რა ღირს ერთი საგანი და ძირითადი მონაცემები უნდა მიუთითოთ პირველ ეტაპზე. 

1. რეგისტრაციისათვის აბიტურიენტმა უნდა გადაიხადოს გამოცდებში მონაწილეობის საფასური - ერთი საგნის გამოცდის ჩაბარების საფასურია 10 ლარი. მისი გადახდა შეუძლია როგორც აბიტურიენტს, ისე სხვა პირს, რომელიც გადახდისას (დანიშნულებაში) მიუთითებს აბიტურიენტის შესაბამის მონაცემებს. 

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

• „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების
საკომისიო 0,5 ლარი;
• საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით- mBank - საფასურს ემატება მომსახურების
საკომისიო 0.5 ლარი.
• „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება
მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

2.ინტერნეტით რეგისტრაციას აბიტურიენტი გადის ვებგვერდზე online.naec.ge

მითითებულ მისამართზე შესვლის შემდეგ აბიტურიენტი სპეციალურ ველში უთითებს პირად ნომერს, კრეფს მოცემულ სიმბოლოებს და აჭერს გაგრძელების ღილაკს. შემდეგ ამოწმებს პირად ნომერს და აგრძელებს რეგისტრაციის პროცესს.



რეგისტრაციის გასაგრძელებლად აბიტურიენტი უნდა გაეცნოს მოცემულ პირობებს და დაადასტუროს მათი გაცნობა.

4. თუ აბიტურიენტი საქართველოს მოქალაქეა, პროგრამას ავტომატურად გამოაქვს ეკრანზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემები (აბიტურიენტის პირადი ინფორმაცია), რის შემდეგაც აპლიკანტს შეუძლია გააგრძელოს რეგისტრაციის პროცესი.

თუ გამოსაცდელი არ არის საქართველოს მოქალაქე, ან არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე და გამოცდაზე დარეგისტრირდება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, დამატებით ავსებს სპეციალურ ველებს - უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის/პასპორტის სერიასა და ნომერს (პასპორტის სერიის ყველა სიმბოლო, იქნება ეს ციფრები თუ ასოები, ივსება მიყოლებით,
სივრცის დატოვების გარეშე).

5. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა, აბიტურიენტი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ აგრძელებს რეგისტრაციას).

6. აბიტურიენტი შეძლებს მონიშნოს იმდენი საგამოცდო საგანი, რამდენი საგნის საფასურიც აქვს გადახდილი.

(შემოქმედებითი ტურის არჩევისას აბიტურიენტი თანხას რეგისტრაციისას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტის ანგარიშზე არ იხდის. შემოქმედებითი ტურის ინფორმაციის თაობაზე უნდა მიმართოს კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელს).

7. აბიტურიენტმა უნდა შეავსოს შემდეგი ველები: სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

8. თუ პირადი ინფორმაციის შევსებისას აბიტურიენტი შესაბამის ველში მიუთითებს მობილური ტელეფონის ნომერს, მას სისტემაში შესვლისათვის საჭირო პაროლის აღდგენა მითითებულ ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით შეეძლება. მობილური ტელეფონის ნომერი უნდა ჩაწეროთ კოდისა და ცარიელი ადგილების გამოტოვების გარეშე (მაგ: 595XXXXX).
გთხოვთ რეგისტრაციისას მიუთითეთ ტელეფონის ნომერი, რომელზე წვდომაც მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში გექნებათ, ვინაიდან ცენტრმა შესაძლებელია აღნიშნულ ნომერზე გამოაგზავნოს ინფორმაცია საგამოცდო პროცესებთან დაკავშირებით.

9. თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, უნდა მონიშნოს შესაბამისი გრაფა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან გამოაგზავნოს საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან.

განაცხადები მიიღება 2 მარტიდან 13 აპრილის 18:00 საათამდე. 

10. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის არჩევისას აბიტურიენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს ზოგადი უნარების გამოცდის ენას;

11. საგამოცდო საგნების მონიშვნის შემდეგ აბიტურიენტმა უნდა შეადგინოს საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი. ჩამონათვალის შედგენისას აბიტურიენტი უთითებს  საგანმანათლებლო პროგრამის კოდს ან პროგრამის დასახელებას, ხოლო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სისტემა თავად ჩაწერს შესაბამის ველებში.

აუცილებელი ველების შევსებისა და ჩასაბარებელ საგანთა ჩამონათვალის მითითების შემდეგაბიტურიენტი აჭერს შენახვის ღილაკს, რის შემდეგაც ეკრანზე დაინახავს ხუთნიშნა კოდს, რომელიც შემდგომში პირად გვერდზე შესვლისას უნდა გამოიყენოს. ეს კოდი (პაროლი) აბიტურიენტებს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც დაეგზავნებათ რეგისტრაციისას მითითებულ მობილურის ნომერზე.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტმა უნდა ამობეჭდოს ან შეინახოს (pdf ფორმატში) რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი!

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

„სასწავლო პროცესი უნდა დაეფუძნოს პროექტებს...“ - ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესში ცვლილება შევიდა

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება