სიახლეები
სკოლები

„სახელმწიფოების დაჯგუფების კრიტერიუმები და მონაცემების შეგროვება“ -ოროჯალარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი
01-03-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში მრავალფეროვანი და საინტერესო გაკვეთილები ტარდება.

ამჯერად, 28 თებერვალს სკოლის მე-11 კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი გეოგრაფიასა და მათემატიკაში მასწავლებლების - ლუსიკ აღაჯანიანისა და ასთხიკ სეირანიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

გაკვეთილის თემა - „სახელმწიფოების დაჯგუფების კრიტერიუმები და მონაცემების შეგროვება“ იყო. მიზანი კი, საგანთა შორის კავშირის დამყარება.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილი წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით, საინტერესოდ და მრავალფეროვნად ჩატარდა. მის მსვლელობაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ საინტერესო ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

პიროვნება
სკოლები
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა“
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება