სიახლეები
სკოლები

„გამარჯობა, მე ვარ შენი ჯარისკაცი“ -  ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება
01-03-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტი სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რომლებიც მოსწავლეთა როგორც ცოდნისა და თვალსაწიერის გაფართოებას, ისე მათი მოტივაციის ამაღლებას ემსახურება. 

მათ შორის, 27 თებერვალს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის სკოლაში ჩატარდა ღონისძიება თემაზე - „გამარჯობა, მე ვარ შენი ჯარისკაცი“.

თემა მოსწავლეებმა თავად აირჩიეს. ღონისძიება გაიმართა მე-9 კლასის დამრიგებლის - კარინე გაბრიელიანის ხელმძღვანელობით. ღონისძიება იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი და მოიცავდა საცეკვაო ნომრებს, სიმღერასა და მხატვრულ კითხვას.

მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ ღონისძიებაში და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მოსწავლეებმა ღონისძიებისთვის შთამბეჭდავი ნახატებიც შექმნეს. თემატური ნახატები სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს -  ალბინა შირინიანს, ვოსკეჰატ ბერიკიანსა და ეთერა ჰარუთიუნიანს ეკუთვნით.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წამოჩენა-განვითარებას, დიდი ყურადღება ექცევა. ამ  მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

პიროვნება
სკოლები
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა“
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება