სიახლეები
სკოლები

„მავნე ჩვევების ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“ - საყდრიონის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
03-03-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში სხვადასხვა თემაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება, პროექტი თუ აქტივობა იმართება.

მათ შორის, 9 თებერვალს, საყდრიონის საჯარო სკოლაში, პედაგოგ დარეჯან ანთაძის ხელმძღვანელობით, განხორციელდა პროექტი თემაზე - „მავნე ჩვევების ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“. 

პროექტის პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მე-11 კლასის მოსწავლეებმა იმსჯელეს სხვადასხვა დამოკიდებულებებით​ გამოწვეული რისკების, საფრთხეებისა და მავნე შედეგების შესახებ.

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, პოსტერები და ბუკლეტები, განიხილეს ოთხი ძირითადი მავნე ჩვევა და მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე:

  1. თამბაქოს მოხმარების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე;
  2. ალკოჰოლიზმის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე;
  3. არასწორი კვების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე;
  4. ინტერნეტდამოკიდებულების გავლენა მოზარდის ჯანმრთელობაზე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტი მიზნად ისახავდა მავნე ჩვევების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ მოზარდების ინფორმირებას და საკითხზე ცნობიერების ამაღლებას 

„თანამედროვე საზოგადოების გლობალური დაავადებაა მავნე ჩვევები თავისი უარყოფითი შედეგებით. დაავადებული ადამიანების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. მავნე ჩვეევებმა შეიძლება ადამიანში პათოლოგიური დამოკიდებულება გამოიწვიოს, ხოლო უარყოფითი გავლენა მოახდინოს მისი სხეულის ყველა სისტემაზე, რამაც შეიძლება პიროვნების დეგრადაციას შეუწყოს ხელი. ამიტომ პროექტი მიზნად ისახავს მავნე ჩვევების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ მოზარდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და მათი ცნობიერების ამაღლებას. მავნე ჩვევებზე უარის თქმას, რათა აღიზარდოს ჯანმრთელი და ფსიქიკურად გაწონასწორებული თაობა. მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა ღიად ისაუბრონ ამ დაავადებების გამომწვევ რისკებსა თუ შედეგებზე. ისინი გავლენას ახდენენ არა მხოლოდ ადამიანის ფსიქიკაზე და ქცევაზე, არამედ მისი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზეც“,- აღნიშნავენ სკოლაში და მე-11 კლასის მოსწავლეებსა და პედაგოგ დარეჯან ანთაძის საინტერესო პროექტის მომზადებისათვის მადლობას უხდიან.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

პიროვნება
სკოლები
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა“
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება