TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები, რჩევები

თვლის დროს თითების გამოყენება, სირთულე ციფრების თანმიმდევრულად დალაგებაში - როგორ ამოვიცნოთ დისკალკულია ბავშვებში?
04-03-2023
-
+


მოსწავლეს თუ განსაკუთრებულად უჭირს ნებისმიერი სახის გამოთვლა, ციფრების აღქმა და უბრალოდ დათვლაც კი - მას შეიძლება დისკალკულაცია აღმოაჩნდეს.

დისკალკულია არის მდგომარეობა, როდესაც ბავშვს უჭირს მათემატიკის აღქმა, გაგება, გააზრება და სწავლა. დისკალკულიის მქონე მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს ციფრების ათვისების, მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების პრობლემები.

სპეციალისტების აზრით, დისკალკულია ენის ათვისების სირთულეს - დისლექსიას უკავშირდება.

როგორ ამოვიცნოთ დისკალკულიის ნიშნები ბავშვებში?

დისკალკულიის მქონე ბავშვებს:

  • უჭირთ როგორც თვლა, ასევე უკუთვლა;
  • თვლის დროს ხშირად იყენებენ თითებს, ობიექტებს ან საგნებს აღსაქმელად;
  • უჭირთ ციფრების თანმიმდევრობით დალაგება;
  • მათთვის დამაბნეველია წილადები და ათწილადები;
  • უჭირთ ცხრილებზე მუშაობა;
  • შესაძლოა, მოქმედება შეასრულოს ზეპირად, თუმცა გაუჭირდეს ჩაწერა.

დისკალუკულიის დადასტურებისას არ ნიშნავს, რომ ბავშვს სხვა საგნის სწავლაშიც ისევე შეექმნება პრობლემა, როგორც მათემატიკაში. უფრო მეტიც, ის შეიძლება ძალიან წარმატებული იყოს არამათემატიკურ საგნებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დისკალკულიის მქონე ბავშებს სათანადო ყურადღება სჭირდებათ, რათა ისინი ავარიდოთ ზედმეტ შფოთვასა და ნერვიულობას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება