სიახლეები
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის ახალ სამაგისტრო პროგრამას იწყებს
02-03-2023
-
+


ყველაზე მზარდი, რეიტინგული და მოთხოვნადი სახელმწიფო უნივერსიტეტი - KIU, წელს ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს ყველა დაინტერესებულ პირს უნიკალურ და საინტერესო სასწავლო შესაძლებლობას სთავაზობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2023-2024 აკადემიური წლისთვის აცხადებს მიღებას ახალ სამაგისტრო პროგრამაზე - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM). 

FIM სამაგისტრო პროგრამა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) 2004 წელს შეიქმნა. 2008, 2011, 2014, 2017 და 2020 წლებში იგი გერმანიის სამაგისტრო პროგრამების სარეიტინგო სისტემისა და CHE Master-Ranking-ის ეროვნული რეიტინგის სათავეში მოექცა. 

აღნიშნული პროგრამის კარიერული შესაძლებლობები ვრცელდება ყველა სექტორზე, სადაც საჭიროა ფინანსური მართვის მოდელებისა და ტექნოლოგიების ცოდნა. პროგრამა მომავალ პროფესიონალებს სძენს ისეთ უნარებს, რომლებიც აუცილებელია გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად და საერთაშორისო სარბიელზე აღიარების მოსაპოვებლად. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში FIM-ის ხელმძღვანელია პროფესორი რუდი ზაგსტი, რომელიც ამავდროულად მათემატიკური ფინანსების კათედრას ხელმძღვანელობს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) და TUM-ის FIM პროგრამის თანადამფუძნებელიცაა. 

„ტექნოლოგიური რევოლუცია სწრაფად ცვლის ფინანსურ სისტემას და, მოხარული ვარ,  ვითანამშრომლო KIU-სთან და საქართველოსთან, რათა დავეხმარო მათ პასუხისმგებლიანი ლიდერების ჩამოყალიბებაში, რომლებიც ქვეყნის მომავალს შექმნიან“, - ამბობს პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ზაგსტი.

პროგრამის თანახელმძღვანელია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ნათია ზედგინიძე. მისი თქმით, გერმანიასთან ამ სახის პარტნიორობა მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საქართველოს და რეგიონს, რამეთუ სწორედ FIM პროგრამით შეიქმნება ქვეყანაში საერთაშორისო დონის, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე ორიენტირებული, თანამედროვე კომპეტენციებით აღჭურვილი ინტელექტუალური რესურსი.  
„ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა აღნიშნული თანამშრომლობა და  სამაგისტრო პროგრამა - FIM, ვფიქრობ, ეს პროგრამა ახალ საფეხურზე აიყვანს KIU-სა და TUM-ის პარტნიორობასაც“, - აცხადებს პროგრამის თანახელმძღვანელი ნათია ზედგინიძე.

დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, რეიტინგული და მოთხოვნადი სახელმწიფო უნივერსიტეტია საქართველოში. KIU-მ სტუდენტთა პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო და მოკლე დროში მოექცა ქვეყანაში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგის სათავეში (2021 და 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით). მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) მიერ KIU აღიარებულ იქნა, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი და პროგრესული საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონში.

პროგრამის შესახებ დეტალები

ვისთვის არის პროგრამა FIM: 

FIM - ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი - ეს KIU-ს ახალი სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც ევროპის ლიდერ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით ხორციელდება და მასში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის, ტორონტოსა და სხვა უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები არიან ჩართულნი. 

პროგრამის კონცენტრაციებია: რაოდენობრივი ფინანსები (Quantitative Finance – QF), ფინანსური მართვა (Financial Management – FM), ბიზნეს და საინფორმაციო სისტემების ინჟინერია (Business and Information Systems Engineering – BISE). 

პროგრამაში შემავალი სასწავლო კურსებია: ბლოკჩეინების სისტემის ინჟინერია; საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპლექსური შემოწმება და აუდიტი; ფინანსური ეკონომეტრიკა; მანქანათმცოდნეობა; ბიზნეს პროცესების მართვა და ციფრული ინოვაცია; ციფრული შეფერხება, ინოვაცია და ტრანსფორმაცია და სხვა. პროგრამა განხორციელდება ინგლისურ ენაზე. 

FIM-ის კარიერული შესაძლებლობები: 
მრავალფეროვანია იმ მიმართულებების ჩამონათვალი, სადაც FIM პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმებას ან საქმიანობის გაგრძელებას. ეს მიმართულებებია: ფინანსური სექტორი, ფინ-ტექ სექტორი და სადაზღვევო-ტექ და საინვესტიციო ბიზნესი, ციფრულ-ფინანსური სერვისების საკონსულტაციო მიმართულებები, კონცეპტუალური პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის ბიზნესი, ჯანდაცვა და ფარმაცევტული სექტორი, IT და მონაცემთა მეცნიერების მიმართულება და მრავალი სხვა, სადაც ფინანსების მართვის ტექნოლოგიური მოდელების საჭიროებებია. 

პროგრამის საფასური და დაფინანსება 
პროგრამის ყოველწლიური საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის შეადგენს 12,250 ლარს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 7,000 ევროს. ამ თანხაში შედის: სწავლის საფასური, KIU-ს სტუდიოს ტიპის ოთახში ცხოვრების საფასური პროგრამის განმავლობაში,  კამპუსის შიდა ტრანსპორტი, მისასალმებელი ნაკრები ლეპტოპით და საჭირო აღჭურვილობით, Office365, კორპორატიული ნაკრები, ონლაინ ბიბლიოთეკაზე, მონაცემთა ბაზებსა და LMS-ზე წვდომა.
  
საუკეთესო კანდიდატებს KIU სთავაზობს სწავლის დაფინანსებას. დაფინანსების მოპოვება ხდება განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. დაფინანსება განხორციელდება შესაბამის კატეგორიაზე გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე, სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით. პროგრამისა და გრანტების შესახებ დეტალები იხ. აქ. 

KIU-სა და FIM პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ. 

საკონტაქტო ინფორმაცია:  

დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:

fim@kiu.edu.ge   
ტელ: 511 138 197  
www.kiu.edu.ge

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ყველაზე მარტივ გამოცდას აბიტურიენტები ასახელებენ - „ამ საგნით ეროვნულები დავამთავრე“

მასწავლებლების 4 საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

„გარკვეული საკითხები მეტ კონცენტრაციას მოითხოვდა“

„შემაცილეთ, ხალხი არ ხაართ?!“ - მასწავლებლის გამოცდაზე აპლიკანტმა 10 წუთი დაიგვიანა

პიროვნება
სკოლები

მეცადინეობები მოიცავს არაფორმალურ და სახალისო აქტივობებს

სკოლის 12-მა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო საზაფხულო ბანაკში - ერთიანი საქართველო ევროპისთვის

ორივე ღონისძიება შთამბეჭდავად, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

სიახლეები
საზოგადოება