სიახლეები
სკოლები

ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულს ღონისძიება მიუძღვნეს
02-03-2023
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეებს მათი შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ ღონისძიებებს სთავაზობენ.

ამჯერად, მეოთხეკლასელებმა საყვარელი ნანა მასწავლებლის ხელმძღვანელობით, გაზაფხულის შემობრძანებას ღონისძიება მიუძღვნეს, სადაც მათ ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და მინი სპექტაკლი დადგეს.

„ლამაზი, თბილი და მზით, სიყვარულით გამთბარი, საოცრად შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებული მოსწავლეები. მოწესრიგებული, დახვეწილგემოვნებიანი ნანა მასწავლებელი“, -   ასე ახასიათებს ღონისძიებით აღფრთოვანებული სკოლის საზოგადოება მათ.

ღონისძიებამ როგორც მოსწავლეები, ასევე დამსწრე საზოგადოებაც დადებითი ემოციებით აავსო. ეს დღე თითოეული მათგანისთვის დაუვიწყარ და ლამაზ მოგონებად იქცა.

„გაზაფხულის პირველ დღეს გილოცავთ, დედის დღეს სითბო და ბედნიერება მოეტანოს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

პიროვნება
სკოლები
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა“
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება