სიახლეები
სკოლები

„ეს წმინდა სიტყვა - დედა“ - ნაბაკევის საჯარო სკოლის I კლასში ლამაზი ღონისძიება ჩატარდა
02-03-2023
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის მიზნით, მრავალფეროვან, საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის I კლასში დამრიგებლის - ნატო გეგეშიძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ეს წმინდა სიტყვა - დედა“ ჩატარდა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა და მასწავლებელმა დღესასწაული დედებს ლამაზად მიულოცეს.

ბავშვებმა ბევრი ლამაზი ლექსი წაიკითხეს, სპექტაკლი - „ბავშვი და ანგელოზი“ გაითამაშეს, იმღერეს, დედებს ორიგინალური საჩუქრები მიართვეს და გაახარეს.

ღონისძიების დასასრულს პედაგოგმა მშობლებს სიურპრიზი დაახვედრა -  მათ პრეზენტაცია „დედა-შვილობა“ წარუდგინა, სადაც თითოეული მოსწავლისა და მათი მშობლების ფოტოებით  გადმოსცა მათი სიყვარული. 

„შეხვედრა იყო თბილი და სასიამოვნო, როგორც გაზაფხულის პირველი დღე“, - ასე ახასიათებენ ღონისძიებას სკოლაში.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს აუმჯობესებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

პიროვნება
სკოლები
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა“
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება