სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N16 სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები - ნინი ცირეკიძე და მაგდა გიგაშვილი ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ
02-03-2023
-
+


ქუთაისის N16 საჯარო სკოლის ორ წარჩინებულ კურსდამთავრებულს: ნინი ცირეკიძეს და მაგდა გიგაშვილს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათ სკოლა კიდევ ერთხელ ასახელეს.

მედლების გადაცემის ცერემონიალი ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, განათლების განყოფილების უფროსი ვაჟა ჯუღელი.

კურსდამთავრებულთა კლასის დამრიგებელმა - ნინო წივწივაძემ ღონისძიებაზე თბილი და საამაყო სიტყვები წარმოთქვა და მათ წარმატება კიდევ ერთხელ მიულოცა. 

„ჩვენს წარმატებულ მოსწავლეებს - ნინი ცირეკიძეს და მაგდა გიგაშვილს ვულოცავ, ოქროს მედლებს და ვუსურვებ უფლისგან დალოცვილ ცხოვრების გზაზე წარმატებებით ევლოთ. მადლობა, ყველა პედაგოგს, რომ დაეხმარა მათ ამ წარმატების მიღწევაში. ჩვენს სკოლას ვუსურვებ კიდევ მრავალ ასეთ წარმატებას, რადგან დამეთანხმეთ, გადაჭედილ დარბაზში მთელი ქალაქის გასაგონად წარმოთქმული ჩვენი სკოლის სახელი, მართლაც, საამაყო და სასახელო იყო. წარმატებები სკოლასა და ბავშვებს მუდამ!“,- აღნიშნა კლასის დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კუსრდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე.

იხილეთ ვიდეო:




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

პიროვნება
სკოლები
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა“
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება