სიახლეები
ეტალონი

შარშანდელმა „ყაზბეგის ეტალონმა მოსწავლემ“ ესტაფეტა დას გადასცა
24-04-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „ყაზბეგის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში გამართულ ღონისძიებას სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი, ყაზბეგის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ლია ქუშაშვილი, ყაზბეგის რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ალიბეგაშვილი, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ყაზბეგის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა სიონის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ოლიკო გუჯარაიძე. წინა წელს კი ეს ტიტული ოლიკოს დამ, სოფიკო გუჯარაიძემ მოიპოვა. დები უკვე მეორე წელია „ყაზბეგის ეტალონში“ პირველობას არავის უთმობენ.

როგორც ოლიკო აღნიშნავს, ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვება დიდი გამოცდილება და წარმატებაა:

„ძალიან ბედნიერი ვარ. „ეტალონში“ გამარჯვება დიდი გამოცდილება და წარმატებაა ჩემთვის. მადლობა „ეტალონს“ მოცემული შანსისთვის.“

სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი მიესალმება „ეტალონის“ მიზნებსა და ეროვნულ-საგანმანათლებლო ღირებულებებს:

„ეტალონი“ ჩვენი ბავშვებისთვის არა მარტო საგანმანათლებლო, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილებაცაა. ჯანსაღი შეჯიბრი და სირთულეების გადალახვა ჩვენი ყოველდღიურობის თანმდევია და მისასალმებელია, რომ პროექტი მოსწავლეებს ბრძოლასა და წარმატებას აჩვევეს, თანაც ერთმანეთის წარმატებით გულიანად გახარებას. ღმერთმა დალოცოს „ეტალონის“ შემქმნელი, წარმომადგენლები და მონაწილეები.“

ყაზბეგის რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ალიბეგაშვილი აღნიშნავს, რომ „ეტალონი“ მომავლის საქმეს ემსახურება:

„ეტალონი“ ნამდვილად ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მომავლის საქმეს ემსახურება. აქ მოსწავლეები დამოუკიდებელ, სწრაფ აზროვნებას ეჩვევიან, ერთმანეთის გულშემატკივრობას სწავლობენ. ეს ცოდნის ზეიმი არა მარტო აქ დამსწრე საზოგადოებამ, არამედ მთელმა ქვეყანამ უნდა იხილოს. „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნება არა მარტო ჩემი, არამედ უმრავლესობის სურვილია.“

„ყაზბეგის ეტალონი მოსწავლის“ დამრიგებელი ფატი სეთურიძე მოხარულია ოლიკოს გამარჯვებითა და წარმატებებს უსურვებს პროექტს:

„ოლიკო წარჩინებული, ძალიან გონიერი და მიზანსწრაფული მოსწავლეა, ღირსეულად მოიპოვა გამარჯვება. შარშან ოლიკოს და დაეუფლა „ყაზბეგის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს. სკოლას ეამაყება ეს ნიჭიერი ოჯახი. მადლობა პროექტს მოსწავლეებში ცოდნისა და წინსვლის წახალისებისთვის. წარმატებები „ეტალონსა“ და მონაწილეებს.“

„ყაზბეგის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ოლიკო გუჯარაიძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება