სიახლეები
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„მგონია, რომ დირექტორი საგარეო საქმეთა მინისტრია...“ - ლადო ხოზრევანიძე, ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
04-03-2023
-
+


მრავალი წელია, რაც სკოლაში მოღვაწეობს, თავიდან სასწავლო ნაწილი იყო შემდეგ კი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორის - ლადო ხოზრევანიძისთვის, იყოს სკოლის ლიდერი, დიდი პასუხისმგებლობაა...

მისთვის მნიშვნელოვანია მოთმინებისა და ნებისყოფის უნარი, როგორც თავად გვიამბობს, არაერთი პრობლემური სიტუაცია ჰქონია და რომ არა მოთმინება, მათი გადაჭრა ძალიან გაუჭირდებოდა. მრავალი გამოწვევის წინაშე დამდგარა... ფიქრობს, დირექტორი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც შიდასასკოლო საქმიანობის წარმატებული მუშაობისთვის, საგარეო საქმეებს უნდა აგვარებდეს...

დირექტორობის გამოცდაზეც გავიდა და პასუხს დიდი იმედებით ელის. არაერთი საინტერესო იდეის განხორციელება სურს და ბედნიერი იქნება, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემა. აღნიშნავს, რომ თავის სკოლას იმდენად კარგად იცნობს, იცის, რომელ ცვლილებას რა შედეგი მოჰყვება.

როგორია სკოლის ხელმძღვანელად ყოფნა და რამდენად ეფექტურად მუშაობს განათლების სიტემა? – etaloni.ge-სთან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლადო ხოზრევანიძე საუბრობს:

- ბატონო ლადო, თქვენთვის რას ნიშნავს იყოთ სკოლის მმართველი?

- ეს დიდი პასუხისმგებლობაა, დირექტორს უნდა შეგეძლოს სწორი მენეჯმენტი, სასწავლო პროცესის ნაყოფიერად წარმართვის უზრუნველყოფა, ფინანსების სწორად განსაზღვრა და საჭიროებისამებრ გახარჯვა. სპორტული თუ სხვა მიმართულებით შექმნილი წრეების აქტიურ მუშაობაზე პასუხისგება... მგონია, რომ დირექტორი მაინც საგარეო საქმეთა მინისტრია... შიდასასკოლო საქმიანობებს, ძირითადად, სასწავლო ნაწილი ითვისებს.

- რას გულისხმობთ „საგარეო საქმეთა მინისტრში“?

- სკოლის გარეთ ხარ გასული რიგი საკითხების მოსაგვარებლად, იმიტომ, რომ სკოლაში არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი...

ამ საქმიანობას ვიცნობ, დირექტორობამდე სასწავლო ნაწილი ვიყავი და ყველა მიმდინარე პროცესში აქტიურად ვერთვებოდი...

- ახლახან იყო დირექტორების გამოცდა, იყავით გასული?

- დიახ, კოვიდამდე ვიყავი გამოცდაზე დარეგისტრირებული... პანდემიამ რაღაც პერიოდით ჩააგდო გამოცდების მიმდინარეობა და წელს მომიწია გასვლა.

- როგორ შეაფასებდით საგამოცდო სისტემას, რამდენად სწორად ხდება კადრების შერჩევა?

- ვფიქრობ, პრაქტიკული გამოცდილება გაცილებით მეტს იძლევა, თუნდაც გამოცდა ჩაუბარებელი დირექტორისთვის. ჩემი სკოლის მოდელი ჩემთვის, როგორც საკუთარი სამზარეულო ისეა, ვიცი რა, როგორ და სად უნდა გადავალაგო, ასე რომ რა გამოცდაც არ უნდა ჩავაბარო, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

- რა გამოწვევების წინაშე დგახართ, როგორც დირექტორი?

- ამ ეტაპზე მგონია, რომ მთავარ პრობლემას სკოლაში უსტატუსო მასწავლებელთა რაოდენობა წარმოადგენს, მეორე კი - საქართველოს მასშტაბით მე-12 კლასელების ნაკლები აქტიურობაა - სამწუხაროა, რომ ისინი სკოლაში ნაკლებად დადიან...

- უსტატუსო მასწავლებლების პრობლემა ახსენეთ... რამდენად სწორად ხდება სტატუსის მინიჭება, გამოცდები ეფექტურია?

- კანონმდებლობის გათვალისწინებით ეს სტანდარტი აუცილებელი დარჩა... თუმცა ერთ შემთხვევას მოგიყვებით - დაწყებით კლასში, ანბანის სწავლება სტატუსამაღლებულ მასწავლებელს მოუწია, რომელიც მაღალ კლასებში ასწავლიდა... მინდა გითხრათ, რომ ძალიან გაუჭირდა, ამიტომ მას უსტატუსო მასწავლებელი დავახმარე, რომლის წყალობითაც ბავშვებმა საკითხის დაძლევა შეძლეს... სტატუსის მინიჭება და გამოცდები ვფიქრობ სტანდარტია და ვერ გავექცევით.

- სტატუსი მასწავლებლების მოტივაციაზე რაიმე გავლენას ახდენს?

- სტატუსის ამაღლება ანაზღაურების ზრდასთან არის დაკავშირებული... მასწავლებელი ყოველთვის ახლის ძიებაში და განვითარებაზე ორიენტირებულია, მაგრამ როცა მიაღწევს სასურველ შედეგს, ჩერდება... სტატუს მინიჭებულმა პედაგოგებმა სკოლაში დაიმკვიდრეს ადგილი, რამაც რაღაც დოზით მათი განვითარება შეაჩერა.

- კომუნიკაციის საკითხსაც რომ შევეხოთ... თქვენი სკოლის მაგალითზე, რამდენად კარგი კომუნიკაციაა მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის?

- მოგეხსენებათ სოფლის სკოლაა, აქ ყველა ყველას იცნობს, ზოგი ნათესავია, ზოგი ახლობელია და ა.შ., შესაბამისად კომუნიკაციისა და ურთიერთობების პრობლემა არ იკვეთება.

- ეს დამოკიდებულება მოსწავლეთა ობიექტურ შეფასებაზე ხომ არ ახდენს გავლენას?

- ვფიქრობ, არა, რადგან გარკვეული კრიტერიუმებით ხდება მოსწავლეთა შეფასება, რაც მათი აკადემიური მოსწრებით განისაზღვრება.

- მესამე თაობის ეროვნულ გეგმა მოგწონთ?

- ახალი სკოლის მოდელში თანდათან ვერთვებით, ჩემი აზრით აუცილებელია ახალ მიდგომებსა და სტანდარტებს მოვერგოთ.



- სოფლის სკოლის დირექტორი ბრძანდებით... ამ კუთხით რა გამოწვევის წინაშე დგახართ?


- ძირითადად, ალბათ ინფრასტრუქტურული მდგომარეობა წარმოქმნიდა პრობლემებს, თუმცა ამ ეტაპზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ამ გადასაჭრელადაც... საკმაოდ მოწესრიგებული სასწავლო გარემო გვაქვს.

- ბატონო ლადო, მოსწავლეები აქტიურად მიმართავენ რეპეტიტორებს, როგორ ფიქრობ, რა იწვევს ამას?  

- ვფიქრობ, ეს გლობალური გამოწვევაა... თითქოს სკოლა ვერ იძლევა შესაბამის შედეგს, მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო საგნებს 5 საათი ეთმობა...
ვცდილობ, რომ აბიტურიენტები საგაკვეთილო პროცესს მაინც არ ჩამორჩნენ და ისე მაქვს გადანაწილებული, რომ დილით გაკვეთილებს დაესწრონ და დღის მეორე ნახევარში შეძლონ რეპეტიტორებთან წასვლა.

- თქვენი აზრით საკმარისია სასკოლო განათლება, ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგების დასადებად?

- ნებისმიერი საგნის პროგრამა, ეროვნული გამოცდებისთვის შედგენილი საკითხების შესაბამისია, გამომდინარე აქედან ვფიქრობ, რომ საკმარისია.

- თუმცა მაინც თვლიან საჭიროდ დამატებით მომზადებას... რაში ხედავთ გამოსავალს?

- ადრე სკოლებში ე.წ კატის გამოცდები ტარდებოდა, რაც მე-12 კლასელებს სკოლებში აჩერებდა, მოსწავლეებიც გაცილებით მობილიზებულები იყვნენ.  

- ფიქრობთ საატესტატო გამოცდები ეფექტური იყო?

- ალბათ გარკვეულწილად კი, თუმცა გასაგებია ის ფაქტიც, რომ მოსწავლეებისთვის ამდენი გამოცდა სტრესული იყო... ჯერ სასკოლო გამოცდები, შემდეგ ეროვნული გამოცდები... ლოგიკურია რომ აბიტურიენტებს ეს მოცემულობა ძალიან დათრგუნავდა.

- მოგეხსენებათ, მე-2 კლასებშიც ჭადრაკი სავალდებულო ხდება, ამ გადაწყვეტილებაზე რას ფიქრობთ?

- რასაკვირველია მივესალმები, ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ და თამაშ-თამაშით ივითარებენ საჭირო უნარებს... ამ მიმართულებით პირველი კლასის პედაგოგიც გადამზადდა, რაც ძალიან კარგია... ჩვენ ხომ ჭადრაკის დედოფლების ქვეყანა ვართ...

- სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებაზეც ვისაუბროთ... რამდენად მნიშვნელოვანია?

- ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია! ჩემი სკოლის მაგალითზე, რომ გითხრათ, ფიზიკის მასწავლებელი სასწავლო პროცესში, მობილურებს საკმაოდ ეფექტურად იყენებს... თუკი ტექნოლოგიებს ერთ-ერთ რესურსად ვაქცევთ ეს მოსწავლეებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება და პედაგოგებსაც სასწავლო პროცესში ბავშვების მაქსიმალური ჩართულობა ექნებათ.

- პედაგოგებს სჭირდებათ ამ კუთხით გადამზადება?

- რა თქმა უნდა, პედაგოგებს ამ მიმართულებით განვითარების მზაობა აქვთ. ახალი სკოლის მოდელში ვართ ჩართული და ალბათ, სკოლაც სხვადასხვა ტექნიკით მომარაგდება.

- თქვენ პროფესიას მივუბრუნდეთ... კარგ ხელმძღვანელს, რა მნიშვნელოვანი თვისებები უნდა ჰქონდეს?

- პირველ რიგში, ვფიქრობ მოთმინება და ნებისყოფა. ხან ისეთ სიტუაციაში ვვარდები, როგორც დირექტორი, რომ თუ ეს არ მოვითმინე, შეიძლება ვეღარ წავმართო სასწავლო პროცესი, ისე როგორც საჭიროა... ასევე მნიშვნელოვანია სამართლიანობა, არც მოსწავლემ და არც პედაგოგმა არ უნდა იგრძნოს, რომ უსამართლოდ ექცევი. აუცილებელია ურთიერთპატივისცემა, თანადგომა და მიტევებაც. მგონი, რომ ეს ის თვისებებია, რაც პროფესიონალად გაქცევს.

- მოთმინება ახსენეთ, კონფლიქტური სიტუაციები ხშირია სკოლებში? როგორ უნდა გადაიჭრას მსგავსი სიტუაციები?

- მანდატურის ფუნქციონირება, ამ პრობლემის გადაჭრისთვის სკოლას ძალიან ეხმარება... მე მყავს ძალიან ყოჩაღი მანდატური და საკმაოდ ეფექტურად ახერხებს კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვას... სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და მსგავსი სიტუაციები ვფიქრობ გარდაუვალიცაა, ასეთ დროს დირექტორი, პედაგოგი ან დამრიგებელი შეიძლება ვერ იყოს მოსწავლეების გვერდით, თუმცა მანდატური ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილზეა.

უნდა აღინიშნოს, რომ სკოლის კედლებზე მოსწავლეთა უფლებები და მოვალეობებია გამოკრული, თუმცა მოსწავლეები თითს უფლებებისკენ იშვერენ და ვალდებულებებს ყველა გაურბის... ძირითადად, ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზიც სწორედ ესაა!

- გყავთ სამაგალითო კოლეგა-დირექტორი?

- დიახ, ქობულეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ ლომანაძე... იგი სამაგალითოა თავის საქმეში. პირადად ჩემთვის ნომერ პირველია, როგოც ხელმძღვანელი... მისი სკოლაც მისაბაძი და საჩვენებელია.

- დაბოლოს, რას უსურვებდით თქვენი სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს?

- დიდი პატივს ვცემ  ფილოსოფოს, პედაგოგ და საზოგადო მოღვაწე - დიმიტრი უზნაძეს. ჩემთვის გამორჩეული მისი ნამუშევარი - „განწყობის თეორია“, ვფიქრობ ადამიანებისთვის, სწორედ განწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. კარგი განწყობით დაწყებული დღე არაჩვეულებრივად სრულდება, სამუშაო საათებიც ძალიან სასიამოვნოდ გადის... ჰოდა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ვუსურვებ კარგ განწყობას!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება