სიახლეები
სიახლეები

ბებია-ბაბუების კლუბი სალხინოს საჯარო სკოლაში - „მათ უნდა იგრძნონ საპასუხო სიყვარული, რადგან ოდესმე „ჩვენც დავბერდებით“
03-03-2023
-
+


სკოლებში, მოსწავლეთა ჩართულობის გასაზრდელად, ასევე აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად და რა თქმა უნდა, ბავშვების მოტივაციისთვის, სხვადასხვა კლუბი ფუნქციონირებს... გარემოსდაცვითი, სამკითხველო, სამოქალაქო განათლების... თუმცა, სკოლა, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ, ამ მიმართულებით ორიგინალური აღმოჩნდა რადგან იქ ბებია-ბაბუების კლუბი აქვთ...

დიახ, არ მოგესმათ - ბესიკ ხულორდავას სახელობის, მარტვილის მუნიციპალიტეტის, სალხინოს საჯარო სკოლაში, ბებია-ბაბუების კლუბი ფუნქციონირებს, რომელიც სწორედ იმიტომ შეიქმნა, მოსწავლეთა ცხოვრებაში ამ უმნიშვნელოვანესი ადამიანების ღვაწლი კიდევ მრავალჯერ დაეფასებინათ.

იდეა კი, თურმე წლების წინ, მასწავლებელს გასჩენია და როგორც სალხინოს სკოლის დირექტორი, ნუნუ სილაგავა etaloni.ge-ს უამბობს, კლუბის ყველა ღონისძიებას ლაიტომტივად გასდევს - „ჩვენც დავბერდებით“.

„ბებია-ბაბუების კლუბის დაარსება ღვაწლმოსილი პედაგოგის სულიკო ბასილაიას იდე გახლდათ... სულიკო მასწავლებელი აღარ მუშაობს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ საოცარი პედაგოგი გახლდათ, ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული“, - აღნიშნავს ქალბატონი ნუნუ და დასძენს, რომ კლუბის ერთგვარი დევიზი - „ჩვენც დავბერდებით“, იმას მიანიშნებს, თუ როგორ სჭირდებათ ასაკოვან ადამიანებს თითოეული ჩვენგანის მხრიდან დაფასება:

„იცით, მოსწავლეთა მშობლები ხშირად მოდიან სკოლაში, თუმცა ფაქტია - რომ ბავშვების წარმატებით ბებია-ბაბუები ასმაგად ამაყობენ... ვერ წარმოიდგენთ, როგორ უბრწყინავთ თვალები, როდესაც შთამომავლებს სცენაზე ხედავენ... მათ ჩვენგან განსაკუთრებული სიყვარული და დაფასება სჭირდებათ“.

სალხინოს სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ პანდემიამ ოდნავ შეაფერხა კლუბის მუშაობა - ისევ და ისევ, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, თუმცა ამაყობს, რომ ონლაინ-გაკვეთილებს, სწორედ მოსწავლეთა ბებია-ბაბუები ესწრებოდნენ შვილიშვილებთან ერთად და გულდასმით ისმენდნენ პედაგოგების თითოეულ სიტყვას, რათა შემდეგ, დავალებების მომზადებაში, მათი „ცხოვრების აზრებს“, დახმარებოდნენ.

„შვილიშვილებისა და ბებია-ბაბუების ურთიერთობები მართლაც განსაკუთრებულია...და როდესაც ჩვენს სკოლაში მოდიან, იმ დღეს უდიდესი სიყვარულით ივსება კედლები. ვერ წარმოიდგენთ, ისეთი მადლიერები არიან... ამ თვალების დავიწყება შეუძლებელია და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, ჩვენმა ბებია-ბაბუებმა იგრძნონ საპასუხო სიყვარული, მომავალმა თაობამ კი ისინი ასმაგად უნდა დააფასოს, რადგან ოდესმე „ჩვენც დავბერდებით“.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება