სიახლეები
სიახლეები

XI და X კლასის სახელმძღვანელოების საჯარო განხილვის პროცესი დაიწყო - რომელი საგნების წიგნებს ეხება გრიფირება?
03-03-2023
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ XI კლასის ყველა და X კლასის ზოგიერთი სახელმძღვანელოს შეფასებისა და საჯარო განხილვის პროცესი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, მშობლებს, მასწავლებლებს, განათლების სპეციალისტებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ სახელმძღვანელოების მაკეტების (ანონიმური ეგზემპლარების) შეფასების პროცესში.

ყველა სახელმძღვანელოს მაკეტი, 2 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, გრიფირების ელექტრონულ პორტალზე – https://grifireba.emis.ge/ საჯაროდ იქნება განთავსებული, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება, გაეცნოს მისთვის საინტერესო საგნის/საგნების სახელმძღვანელოების მაკეტების შინაარსს და შესაბამის ველში დატოვოს კომენტარი.

დაინტერესებული პირების მიერ პორტალზე დატოვებულ კომენტარებს განიხილავენ სახელმძღვანელოების რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებულია ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტის, პრაქტიკოსი მასწავლებლების, დარგის მეცნიერების, ფსიქოლოგის, ფილოლოგისა და სხვა სპეციალისტებისგან. არგუმენტირებული შენიშვნების შემთხვევაში, კომენტარების სახით დაფიქსირებული მოსაზრებები სახელმძღვანელოს საბოლოო რეცენზიაში აისახება, რაც თავის მხრივ გრიფის მინიჭების პროცესში ავტორისთვის სავალდებულო შესასრულებელი პირობა იქნება.

უწყების ინფორმაციით, სახელმძღვანელოების გრიფირების შესახებ განცხადების მიღების დასრულების შემდეგ, შესული განაცხადებიდან 41-მა წარმატებით გაიარა შემოწმება და გადავიდა რეცენზირების ეტაპზე.

სახელმძღვანელოების რეცენზირების პროცესი 19 ივნისს დასრულდება და გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნება არაუგვიანეს 2023 წლის 20 ივნისისა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ კი, სახელმძღვანელოების შერჩევა 22 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. იმ შემთხვევაში, თუ საგანში სამზე მეტი გრიფირებული სახელმძღვანელო გაივლის რეცენზირების ეტაპს, სკოლას ექნება შესაძლებლობა არჩევანი რეიტინგის პირველი სამეულიდან გააკეთოს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება