სიახლეები
სკოლები

ვახანის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის ფინალური ტურის მეორე შეხვედრა გაიმართა
03-03-2023
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

1-ელ მარტს, ვახანის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“, ფინალური ტურის მეორე შეხვედრა ჩატარდა. მოსწავლეებისთვის კონკურსი საინტერესო და მეტად თავშესაქცევი აღმოჩნდა, ამიტომ ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

თამაში გუნდი „მედჰაუსის“ გამარჯვებით 6:3 დასრულდა. დღის საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა გუნდის კაპიტანი რუსუდან ინასარიძე, რომელსაც სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.

სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო, მერის  პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, რომლის დასმულ კითხვასაც გუნდმა წარმატებით უპასუხა.

გაგაცნობთ გუნდ „მედჰაუსის“ შემადგენლობას:

  1. რუსუდან ინასარიძე - კაპიტანი- XII კლასი;
  2. თიკო არევაძე-X კლასი;
  3. ლევან არევაძე-XII კლასი;
  4. დავით მაღრაძე- X კლასი;
  5. გიორგი არევაძე - VII კლასი.

ფინალური ტურის, ბოლო, III  შეხვედრას, 6 მარტს გუნდი „რისორჯიმენტო“ ითამაშებს.

სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების სტუმარს და ყველას ვინც თამაშის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. 

„მადლობას ვუხდით მოწვეულ სტუმარს, ღონისძიების ორგანიზატორს, ამავე სკოლის მათემატიკის პედაგოგს ლაური ღონღაძეს და გუნდის თითოეულ წევრს, საინტერესო თამაშისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

პიროვნება
სკოლები
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა“
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება