სიახლეები
სკოლები

ნამაშევის საჯარო სკოლაში სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი
03-03-2023
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალი და საბჭოთა ოკუპაცია გაიხსენეს. 

„25 თებერვალი ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.102 წლის უკან ამ დღეს საქართველო ოკუპირებული იქნა საბჭოთა რუსეთის მიერ. სისხლისმღვრელ ბრძოლაში უამრავი ახალგაზრდა დაიღუპა“,- აღნიშნავენ ნამაშევის საჯარო სკოლაში, სადაც სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიება - „დიდება გმირებს“ მოეწყო. 

ღონისძიება საზოგადოებრივი კათედრის წევრების - მინდია გველებიანის, ელისო ლეშკაშელისა და იზოლდა გალდავაძის ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VII-X კლასების მოსწავლეები. 

მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში განვითარებული მოვლენები. მოეწყო ფილმის ჩვენება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მთელი ღონისძიება დაეთმო ამ დღეს შეწირულ გმირებს.

მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ეროვნულ გმირს მარო მაყაშვილს. ის 17 წლის სტუდენტი იყო, რომელიც ამ ბრძოლას შეეწირა. მისი დღიურები მოსწავლეებმა წარმოადგინეს ვიდეოს სახით. მოსწავლეებმა მარო მაყაშვილს და იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგეს და აუდიტორიის წინაშე ლექსებით წარდგნენ. ღონისძიება საინტერესო გამოდგა.

„მნიშვნელოვანია, ჩვენი გმირების სახელები დავიწყებას არ მიეცეს... შეუფასებელია მათი ღვაწლი.. და სამშობლოსადმი თავდადება... დიდება გმირებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

პიროვნება
სკოლები
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა“
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება