სიახლეები
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ბოტანიკურ ბაღში იმყოფებოდნენ
06-03-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ცოდნის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებსა და გასვლით გაკვეთილებს სთავაზობენ. ისინი მოსწავლეებს ასევე სხვადასხვა პროექტში მონდომებით რთავენ.

ამჯერად, მოსწავლეები, ბიოლოგიის მასწავლებელ მანანა ლოგუასა და სამოქალაქო განათლების პედაგოგ მაია არახამიასთან ერთად, eTwinning-ის პროექტის (ხელმძღვანელები: ირინა სოსელია,იზოლდა ხვიჩავა) - „ახალგაზრდები წინაპართა ნაკვალევზე“ ფარგლებში, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში აღმოჩენილი არტეფაქტები დაათვალიერეს. ასევე, შეხვდნენ ბოტანიკური ბაღის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მენეჯერს - თენგიზ ესებუას.

ბავშვებმა საველე-არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ბაღში აღმოჩენილი არტეფაქტებისა და მათი რეკონსტრუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა განსაკუთრებული ყურადღება ფაიფურის ჭურჭელმა, მათზე გამოსახულმა პეიზაჟებმა, საყოფაცხოვრებო დეტალებმა, ადამიანების, ფრინველების, ცხოველების, ყვავილების გამოსახულებებმა, ფერების სიუხვემ, ბრინჯაოს შანდლის თავმა და მარმარილოს მაგიდის თავის ფრაგმენტმა მიიპყრო.

ასევე, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ორანჟერეა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ეს დღე მოსწავლეთათვის კიდევ ერთ ლამაზ, სამახსოვრო მოგონებად იქცა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

პიროვნება
სკოლები
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა“
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება