სიახლეები
სკოლები

„მე მიყვარს მათემატიკა“ - მოტივირებული მეორეკლასელები და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში
06-03-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელმა - ფატი რაზმაძემ, მეორე კლასში, საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილი ეხებოდა განვლილი თავის - სათანრიგო ერთეულების, ორნიშნა რიცხვების შეკრება-გამოკლების, უახლოესი სათანრიგო ერთეულის ცნების და ქართული ფულის ნიშნების შეჯამებას.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო და ინტერაქტიული აქტივობებით, მოცემული მასალის ცოდნა გამოემჟღავნებინათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეები „ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს“ ცოდნისა და უნარების წარმოჩენაში.

ერთ-ერთი აქტივობა, უახლოესი სათანრიგო ერთეულების გამოყენებით, ბაჭიისთვის მოკლე გზის პოვნა, სტაფილოთი პირის ჩასატკბარუნებლად, ყველაზე სახალისო და მამოტივირებელი აღმოჩნდა პატარებისთვის.

ორნიშნა რიცხვების შეკრება-გამოკლება და სწორ პასუხში ჩამალული ასოებით წინადადების აწყობამ კიდევ უფრო საინტერესო გახადა გაკვეთილი.

ბოლოს პატარა „მზარეულებმა“ სიტყვებიც „გამოაცხვეს“ და გაყიდეს.

გაკვეთილი ნამდვილად გავიდა მიზანზე. ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში და მაქსიმალურად ცდილობდნენ ცოდნის გამომჟღავნებას.

„მადლობა ფატი მასწავლებელს საინტერესოდ განსხვავებული გაკვეთილისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

პიროვნება
სკოლები
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა“
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება