სიახლეები
სკოლები

ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მეათეკლასელმა - ლიკა ხალაძემ უმცროსკლასელებთან ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ტრენინგი ჩაატარა
06-03-2023
-
+


ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარებს. 

ამჯერად, მეათე კლასის მოსწავლემ ლიკა ხალაძემ, ბულინის თემაზე, საინტერესო ტრენინგი ჩაატარა. მისი მიზანი უმცროსკლასელებისთვის ცნობიერების ამაღლება იყო. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და საკუთარი აზრი გამოთქვეს. 

„ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ჩემთვის ის გახდა, რომ მოსწავლეთა ცნობიერების დონე ამაღლდა მოცემულ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით“, - ამბობს მეათე კლასის მოსწავლე ლიკა ხალაძე. 

სკოლაში მას წარმატებას უსურვებენ.

„დღესდღეობით, ძალიან აქტუალურია ეს პრობლემა სკოლებში, განსაკუთრებით კი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში. ლიკას თავისი ჩანაფიქრის განხორციელებაში პატარა მეგობრები ძალიან დაეხმარნენ და საინტერესო საკითხების განხილვის შემდეგ უსაზღვრო კმაყოფილებაც გამოხატეს. მათი ყოველდღიური ცხოვრების ლოზუნგი გახდა: „არა ბულინგს“, „არა ძალადობას“.
მადლიერებითა და კმაყოფილებით სავსე პატარები მომავალშიც ელოდებიან მათთვის საინტერესო საკითხებზე შეხვედრებისა და პრეზენტაციების ჩატარებას. წარმატებები და წინსვლა ლიკას თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

პიროვნება
სკოლები
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა“
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება