სიახლეები
სკოლები

გამომგონებლები, პოეტები და მწერლები კერძო სკოლა „მილენიუმიდან“ - მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო პროექტში ჩაერთნენ
06-03-2023
-
+


რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმის“ მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში აქტიურად და მონდომებით მონაწილეობენ. 

ამჯერად, სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეები პროექტში - „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში“ ჩაერთნენ. პროექტი საქპატენტის სასწავლო დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა.

კრეატიული და შემოქმედებითი უნარების განსავითარებელი აქტივობების შედეგად მათ მოირგეს გამომგონებლის, პოეტისა და მწერლის როლები, წარმოადგინეს საკუთარი ინტელექტუალური და მეწარმეობრივი უნარების შედეგები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამავე პროექტის ფარგლებში  საბოლოო შეხვედრა გაიმართა, სადაც სკოლა „მილენიუმის“ მასწავლებლებმა მოსწავლეთა შექმნილი პროდუქტი წარადგინეს და ძალიან მნიშვნელოვან პროცესს შეუერთდნენ.

„სკოლაში საგანგებოდ მოვიწვიეთ Junior Achievement Georgia-ს წარმომადგენელი, რომელიც საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ესაუბრა მეწარმეობრივ საკითხებზე“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

სკოლაში შეხვედრები, რომლებიც მეწარმეობრივი და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება, გრძელდება.

შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში მეწარმეობრივი საქმიანობის მიმართ მოტივაციის ამაღლება და მათი იდეების რეალიზების რეალური შესაძლებლობების ჩვენება იყო.

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

პიროვნება
სკოლები
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა“
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება