სიახლეები
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ღვაწლმოსილ მასწავლებელს - ალუდა ხაბულიანს იუბილეს ულოცავენ
06-03-2023
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი - ალუდა ხაბულიანი თავის საქმეზე შეყვარებული, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებაა. მან სკოლას თავისი შრომითა და მონდომებით, არაერთი წარმატება მოუტანა. სკოლაში მის ღვაწლს აფასებენ და 50 წლის იუბილეს დიდი პატივისცემით ულოცავენ.

სკოლის დირექცია და პედაგოგები, დირექტორ მთვარისა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, მისალოც წერილს ავრცელებენ.

„სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული, კვალიფიციური სპეციალისტი, სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ალუდა ხაბულიანი იუბილარია.

იგი ორმოცდაათი წლის გახდა და სკოლის დამთავრებისა და ფიზკულტურულ ინსტიტუტში სწავლის პერიოდიდანვე მშობლიურ სკოლაში ასწავლის. ამ ხნის განმავლობაში მისი დაუღალავი შრომით სკოლამ არაერთი წარმატება მოიპოვა. მას ძალიან უყვარს ბავშვები, პატივს სცემს თითოეულ მოსწავლეს და მისაბაძია მათთვის. ამიტომ ყველა კლასს უხარია მისი გაკვეთილიც და დამრიგებლობაც. კოლეგებისთვის კი შეუცვლელი მეგობარია: ერთგული, სანდო და დასაყრდენი. ამიტომაცაა, რომ ასე ეძვირფასება ყველას. მისთვის მადლის ქმნა და მოყვასის სიყვარული უპირველესია, რის გამოც სოფელსა თუ კუთხეს ერთნაირად ეიმედება. სკოლის დირექციისგან არაერთი მადლობა მიუღია ამ თავდაუზოგავი შრომისა და ყოველთვის სკოლის მაღალ დონეზე წარმოჩენისათვის. ეს ყოველივე შეუნიშნავი არ დარჩენია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და განათლების სამინისტროს, რისი დასტურიიცაა, რომ რამდენჯერმე დასახელდა წლის საუკეთესო სპორტის მასწავლებლად, 2016 კი წელს კი განათლების სამინისტრომ სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა. სკოლის დირექცია, კოლეგები დიდი სიყვარულით ვულოცავთ ალუდას ნახევარსაუკუნოვან უბილეს და დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, წარმატებებსა და ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ!“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

პიროვნება
სკოლები
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა“
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება