სიახლეები
სკოლები

არწივანის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ნათელა კახაძე მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებსა და სასწავლო მეთოდებს სთავაზობს
06-03-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

მასწავლებლები მოსწავლეებთან თანამედროვე მიდგომებს იყენებენ. მათ შორისაა ბიოლოგიის მასწავლებელი ნათელა კახაძე. მან მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ აბაჯევს საინტერესო აქტივობა შესთავაზა. 

ის არაფორმარულ განათლებასა და სწავლას კეთებით მოიაზრებდა. 

პედაგოგი, მოსწავლეებს, საინტერესო მათ ინტერესებზე მორგებულ აქტივობებს სთავაზობს. იმისთვის რომ, სასწავლო პროცესი მეტად საინტერესო გავხადოთ, ნათელა კახაძე საინტერესო რჩევებსაც გვიზიარებს. 

„არაფორმალური განათლება საუკეთესო საშუალეებაა იმისთვის, რომ მოსწავლემ, ერთდროულად, სხვადასხვა დისციპლინა ყოველდღიურ ცხოვრებას დაუკავშიროს.

მოსწავლის გაკვეთილზე ინტეგრირებისთვის საჭიროა, რომ ის სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთოს. ჩართულობა არამხოლოდ ლექსიკური სისტემის გამოყენებას, არამედ მოძრაობასაც გულისხმობს. მათ შორის არის ხელების გამოყენებაც. 
როდესაც მოსწავლეები გაკვეთილს უსმენენ, მათი ტვინი ჩართულია, მაგრამ მათი ორგანოები არა - უმოქმედო არიან, რაც ინფორმაციის გაცნობა, გააზრებაში ხელს უშლის.

დასხედით, მოვუსმინოთ, გაეცანით - ამის ნაცვლად:

1. გამოიყენეთ მცირე მოძრაობები

სტრატეგიების გამოყენებით, მოსწავლე უფრო ადვილად სწავლობს. შეგვიძლია, კინესტეტიკური სასწავლო სტრატეგიები გამოვიყენოთ - ხელის, მაჯის მოძრაობა ან თუნდაც კლასში გადაადგილება. განწყობის შექმნაში მცირე მოძრაობებიც დაგეხმარებათ.

2. გამოიყენეთ კალამი, ფანქარი, „ჰაილაითერი“

მნიშვნელოვანი ლექსიკური ერთეული ან ცნებები მონიშნეთ. მათ დასაკავშირებლად ფანქარიც გამოიყენეთ. შენიშნვნები შეგიძლიათ წებოვანი ქაღალდის მეშვეობითაც გააკეთოთ. 

3. გამოიყენეთ დაძაბულობისა და რელაქსაციის მეთოდი

როდესაც სწავლობთ, შეგიძლიათ, დაძაბულობისა და რელაქსაციის მეთოდი გამოიყენოთ. ეს ყურადღების გამახვილებაში დაგეხმარებათ. კითხვისას იძაბებით, შემდეგ კი არასასურველ დაძაბულობას იშორებთ.

4. მიიღეთ კრეატივი

გამოიყენეთ მეთოდები, როგორიცაა ხატვა. ასევე, ბლოკები და ფიგურები. მოსწავლეს განვითარებისკენ ბიძგი უნდა მისცეთ. კრეატიულობა წაახალისეთ.

ერთი დღის მაგალითი - მდგრადი განვითარება და ჩვენ 2030 წელს.

მდგრადი განვითარების მიზნებია - საერთაშორისო თანამშრომლობის მიზნების ერთობლიობა, რომელმაც 2015 წლის ბოლოს შეცვალა ათასწლეულის განვითარების მიზნები. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები გულისხმობს 17 მიზანს მსოფლიოს უკეთესი და მდგრადი მომავლის მისაღწევად. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები 2015 წელს განისაზღვრა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ. გაეროს 70/1 რეზოლუციის თანახმად, აღნიშნული მიზნები 2030 წლისთვის უნდა იყოს მიღწეული.

მიზანი 15 - დედამიწის ეკოსისტემები:

აღნიშნული მიზანი გულისხმობს დედამიწის ეკოსისტემების დაცვას ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვა და ხეების მოჭრის შემცირება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ახალი ხეების დარგვის პოპულარიზაციაც იმისათვის, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლის სწავლება წარმატებით წარიმართოს, საჭიროა მოსწავლეს:            

გაუჩნდეს ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ;

გაცნობიერებული ჰქონდეს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა;

ჩამოუყალიბდეს გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები;

გამოუმუშავდეს კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარი;

ოცნებების ახდენა, სტრატეგია - „საპნის ბუშტი“,- აღნიშნავს ბიოლოგიის მასწავლებელი ნათელა კახაძე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

პიროვნება
სკოლები
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა“
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება