მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მეორე სკოლათაშორისი კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში „21-ე სუკუნის სამეცნიერო გამოწვევები“ გაიმართა.
კონფერენციის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია, აღნიშნული დისციპლინებით დაინტერესებული მოსწავლეების გამოვლენა, მათი მოტივირება, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მოსწავლეებში ძიებისა და ანალიზის, კვლევისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება, მოსწავლეთა შორის კოლაბორაციისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა, მათი ინოვაციური ხედვების გამოვლენა-გაზიარება.
კონფერენციაში ახალციხის N1, N2, N5, N6 საჯარო სკოლები და კერძო სკოლა „მზექა“-ს IX-X-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კონფერენციაში ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები მერი მხითარიანი, იზოლდა ბერიძე, თამარ ჩილინგარაშვილი, თამუნა გიგოლაშვილი, ქრისტინა სარაშვილი, ქეთევან კაჭკაჭაშვილი, მარიამ სამსონიძე, თათია გიგოლაშვილი, მარი მათოშვილი, სალომე გელაშვილი და მარიამ ბერიძე მომხსენებლებად გამოვიდნენ.
მოსწავლეთა პრეზენტაციები ძალიან მრავალფეროვანი იყო და ძირითადად მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს შეეხებოდა. ბავშვებმა წარმოადგინეს, როგორც ზოგადი კვლევები, ისე საკუთარი შეხედულებები, რეკომენდაციები და მსმენელიც დააინტერესეს.
კონფერენცია კონფერენციის ორგანიზატორმა და ხელმძღვანელმა, ახალციხის N5 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის თავმჯდომარემ, ფიზიკის უფროსმა მასწავლებელმა მაია თათეშვილმა შეაჯამა.
მოსწავლეებს სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები, ხელმძღვანელ მასწავლებლებს მადლობის სიგელები და სამი გამორჩეული მოხსენების ავტორ მოსწავლეებს - მერი მხითარიანს, მარი მათოშვილს და მარიამ ბერიძეს წიგნები: „ადამიანის ორგანიზმი“, „კოსმოსი“ და „მსოფლიოს საოცარი ფაქტები“ სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ გადასცა, ხოლო კონფერენციის ხელმძღვანელი მაია თათეშვილი ფულადი პრემიით დააჯილდოვა.
კონფერენციას სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები, მოწვეული სტუმრები: საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...