სიახლეები
სკოლები

ტყიბულის N6 სკოლის II კლასის ნიჭერი მოსწავლეები და მათ მოტივაციაზე განსაკუთრებულად მზრუნველი დამრიგებელი - მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძე
07-03-2023
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლის II კლასს შედეგსა და მოსწავლეთა მოტივორებაზე ორიენტირებული დამრიგებელი - მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძე ჰყავს. 

ის მოსწავლეებს სწავლებისას თანამედროვე მიდგომებს სთავაზობს. სწორედ პედაგოგის ხელმძღვანელობით, პატარები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში ერთვებიან. 

მათ შორის, მოსწავლეები izrune.ge-ს დიდი ოჯახის ნიჭეირი და წარმატებული წევრები არიან. 

ამჯერად, მოსწავლეებმა - ელენე კუბლაშვილმა, ანანო აბესაძემ და დემეტრე ქარქაშაძემ თებერვლის თვის შემაჯამებელი ტესტირება გაიარეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.

გარდა ამისა, ელენე კუბლაშვილმა და ანანო აბესაძემ ინგლისური ენის ტესტი წარმატებით შეასრულეს და 100 ქულა დაიმსახურეს. მათი პედაგოგი თამარ გვენეტაძეა. აღსანიშნავია, რომ ამ მოკლე დროში ეს ელენეს - მერვე, დემეტრეს - მესამე, ანანოს - მეექვსე გამარჯვებაა. 

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ II კლასის მოსწავლეები, დამრიგებელის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობებს ხშირად მართავენ. ამჯერად, მათ დედის დღეს ულამაზესი ღონისძიება - „დედაა ჩემი სულის ძახილი,პატარა გულის ამოძახილი“, მიუძღვნეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ულამაზესმა და ფერადმა გარემომ, პატარების გულიდან ამოსულმა ტკბილმა სიტყვებმა, ლექსებმა, გამოთქმებმა, შვილებთან ერთად ნამღერმა სიმღერებმა ბედნიერების ცრემლები მოჰგვარეს როგორც მშობლებს, ასევე დამსწრე პედაგოგებს.

პატარებმა მოაწყვეს გამოფენა, დედებს დაუმზადეს ბარათები, ვიდეოკოლაჟი.

„მათ უზარმაზარი სითბო, სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს დედიკოების მიმართ. მშობლებს დედის დღე შვილებთან ერთად მიულოცეს დამრიგებელმა, მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძემ და დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ნანა ამბროლაძემ. ეს ლამაზი და შთამბეჭდავი დღე დაუვიწყარი იქნება მათთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

როდის ბრუნდებიან ბაღის თანამშრომლები სამსახურში

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

2000-1000-500 ლარიან ჯილდოს გრანტით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ - დეტალები

პიროვნება
სკოლები
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა“
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება