სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგის - ლეიკო თვალაბეიშვილის შთამბეჭდავი გაკვეთილი
07-03-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პროფესიონალი, საქმეზე შეყვარებული პედაგოგები ასწავლიან. ისინი თავიანთ მოსწავლეებს მრავალფეროვან, აზროვნების გასაუმჯობესებელ, საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ და სწავლის მიმართ სიყვარულს ადრეული ასაკიდანვე შთააგონებენ.

სკოლის ერთ-ერთი ასეთი პედაგოგია ლეიკო თვალაბეიშვილი. მას მოსწავლეებთან განსაკუთრებული მიდგომები და გამორჩეული ურთიერთობა აქვს.

მასწავლებლის ერთ-ერთ გაკვეთილის შესახებ მისი კოლეგა გვიყვება:

„ამბობენ, პედაგოგიკა ერთგვარი ხელოვნებააო. სწორედ ეს ფრაზა გამახსენდა, როცა ჩემი კოლეგის, ლეიკო თვალაბეიშვილის გაკვეთილს ვესტუმრე. ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ გაკვეთილი პირველკლასელებთან ჰქონდა. სრულიად გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ როგორც მასწავლებელმა წარმოუდგენელი ემოცია და ცოდნა მივიღე. ბავშვი ამოუცნობი ფენომენია - კამკამა, სპეტაკი სული, რომელსაც სათუთად მოპყრობა და გაფრხილება უნდა. ისინი ჩვენი ცხოვრების ანგელოზები არიან. ეს მინიშნება იდეალურად გამოიხატებოდა მასწავლებლის დამოკიდებულებაში. პედაგოგის ამგვარი მიდგომით კი მოსწავლეებისგან სიყვარულის უკუკავშირის კორიანტელი იდგა...მშობლიური ენის საფუძვლიან ცოდნას, მის დაფასებას და ცხოვრებაში გამოყენებას სწორედ საკლასო ოთახიდან, დაწყებითი საფეხურიდან ეყრება საფუძველი... დღევანდელ დღეს - „ჩემთვის დიდებული სხივი გამობრწყინდა!“ ლეიკო მასი ზუსტად იცავდა მასწავლებლის, როგორც „მთავარი რეჟისორის“ სამოქმედო ასპექტებს - მოწონება, წახალისება, შექება - ყველა სამოტივატორო ბერკეტი ჩართული იყო, იმისთვის, რომ მათ მიერ მიღებული ცოდნა, დაგროვილი ინფორმაცია, შესაბამისად გამოეტანათ სამზეოზე...გუნდებად დაყოფილი კლასი ზუსტად ახერხებდა წევრი თანაგუნდელების ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრას და გამარჯვების მოსაპოვებლად, კონკრეტულ საკითხში სწორად მოაზროვნე თანაგუნდელს უთმობდნენ ასპარეზს...ინდივიდუალურ სამუშაოშიც ზუსტად ავლენდნენ ასაკისთვის დამახასითებელ სისხარტეს და ცოტაოდენ მოუთმელობასაც. იყო ოდნავი ხმაური, რაც ამ ასაკის ბავშვებში ყველაზე დიდ პრობლემად რჩება...ანდაზების არსს, ისე ოსტატურად განმარტავდნენ და გადმოსცემდნენ, რომ მსგავსი პასუხის ამგვარი ფორმულირებით წარმოთქმა მეც გამიჭირდებოდა.. არ ვაჭარბებ, პირიქით, მათი აზროვნების, ანალიზის, შეფასების ისეთი საკრალური და ორიგინალური ვერსიები მოვისმინე რომ არა პედაგოგის პროფესიონალიზმი და სათუთი მიდგომა, ამ შედეგს ვერაფრით მიაღწევდნენ...ჯერ ყველაფერი წინ არის, მაგრამ 5 მთავარი და ძირითადი მიზანი, რაც გულისხმობს კითხვის წარმატებით დაუფლებას ეს, ამ კლასში, ამ მასწავლებელმა, იდეალურად შეძლო:

- სიტყვაში სხვადასხვა ბგერის ამოცნობისა და მისი გამოყენების უნარი;

- ასოსა და ბგერის დაკავშირების უნარი;

- სიტყვათა კონტექსტის გაგების უნარი;

- ბრძნული გამონათქვამების შინაარსის გაგება და ცხოვრებისეულ მოვლენებთან მათი კავშირი;

- სრულყოფილი კითხვა.

ამგვარი შედეგი კი სკოლის დირექტორის ლალი მელივასა და ადმინისტრაციის სწორად შერჩეული კადრების დამსახურებაა. დღევანდელ სამყაროში უმნიშვნელოვანესია, ვის ანდობ შენი შვილის ყოველდღიური განვითარების, ცოდნის, უსაფრთხო გარემოში ყოფნის გარდაუვალ აუცილებლობას“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

პიროვნება
სკოლები
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა“
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება