სიახლეები
სკოლები

„დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო!“  - თბილისის N106 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პროექტი
07-03-2023
-
+


ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ხათუნა გასიტაშვილის ხელმძღვანელობით, დედის დღესთან დაკავშირებით, პროექტი -  „დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო!“ განახორციელეს. 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

როგორც კლასის ხელმძღვანელი ხათუნა გასიტაშვილი გვიყვება, ბავშვებმა წარმოთქვეს ანა კალანდაძის ლექსები გაზაფხულზე, ცნობილი ადამიანების გამონათქვამები დედაზე, გაიხსენეს გმირი დედები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას... წარმოადგინეს მონოლოგი, ლექსები, სიმღერები დედაზე...ბოლოს იმუშავეს ჯგუფებში, სადაც გაამთლიანეს დანაწევრებული ანდაზები, კლასის სახელით დედებს მისწერეს სამადლობელი წერილი და ლექსი, გახდნენ ნორჩი ჟურნალისტები და დედებს შვილებზე დაუსვეს კითხვები. ბოლოს კი დამსწრე საზოგადოებას როლური კითხვითა და ინსცენირებით შ. ასანაშვილის მოთხრობა „ლამაზი დედა“ წარუდგინეს. 

აღსანიშნავია, რომ თბილისის N106 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

პიროვნება
სკოლები
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა“
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება