სიახლეები
სკოლები

„ძლიერი ქალი, ძლიერი მომავალი!“ - წალკის N2 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ტბეთის სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
10-03-2023
-
+


წალკის N2 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ტბეთის სკოლაში ჩატარდა ღონისძიება - „ძლიერი ქალი, ძლიერი მომავალი!“.

პროექტის მიზანი ქალთა უფლებების გააზრება და გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება იყო.

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. მოზარდებმა სახელოვან ქართველ ქალებზე და მათ წვლილზე ისაუბრეს, ასევე დაამზადეს კედლის გაზეთი. 

„თანამედროვე სამყაროში სკოლები არ არის მხოლოდ ფორმალური განათლების მიღების წყარო, სწორედ სკოლების ბაზაზე ხდება მოსწავლეთა არაფორმალური განათლების მიღება და მათი გააქტიურება სასკოლო პროექტების ხელშეწყობით. მნიშვნელოვანია მოსწავლეები იყვნენ გათვითცნობიერებული სხვადასხვა საკითხებში როგორიცაა: გენდერი, ეკოლოგია, ტოლერანტობა და სხვა. ასევე მნიშვნელოვანია, სკოლამ შეუწყოს ხელი მოსწავლეების მომზადებას სამომავლო ცხოვრებისთვის და მათი ცნობიერების ამაღლებას.

მოცემული პროექტი კი ითვალისწინებს მოსწავლეებში ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ისტორიაში შესული პირველი ქართველი ქალების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, პრეზენტაციის მომზადებისა და საკუთარი აზრის საჯაროდ წარდგენის უნარის გამომუშავებას. გარდა ამისა, მათ მოცემულ პროექტზე მუშაობისას განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობის უნარები“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

როდის ბრუნდებიან ბაღის თანამშრომლები სამსახურში

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

2000-1000-500 ლარიან ჯილდოს გრანტით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ - დეტალები

სკოლების ავტორიზაციის დებულებაში ცვლილება შევიდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება