სიახლეები
სკოლები

სამტრედიის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიებები
07-03-2023
-
+


სამტრედიის N12 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები მიუძღვნეს.

I კლასში სასწავლო შემოქმედებითი პროექტი - „დედა მზის სხივია“ განხორციელდა. მათ პოეტი და მწერალი მანანა ტონია, ჟურნალისტი -  ნათია ნაცვლიშვილი ესტუმრათ. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

დედის დღე საინტერესოდ აღნიშნეს ასევე, II და II კლასების მოსწავლეებმა. მათ ღონისძიება თემაზე - „დედიკო მიყვარხარ“ ჩაატარეს, სადაც დედებს თბილი სიტყვები, ლექსები, სიმღერები მიუძღვნეს და მათ კიდევ ერთი დღე გაულამაზეს. 

„მოდი დავლოცოთ ის ერთადერთი, ქალი, რომელსაც ვეძახით დედას!“ - ასე დაიწყეს ღონისძიება III კლასის მოსწავლეებმა. მათ ლექსებით, სიმღერებითა და ხელნაკეთი ბარათებით 3 მარტი დედებს მიულოცეს.
„დედის დღეს, არც „დიდ“ დედებს - ბებიკოებს დასწყვიტეს გული და მიმართეს სიტყვებით: „სულ რომ არაფერი, მშობელი მაჩუქე, ეს არის ყველაზე მთავარი“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მე-3 კლასის მოსწავლეთა სიყვარულითა და სითბოთი გაჯერებულ ღონისძიებას კი  ლაიტმოტივად  ფრაზა - „მადლობა დედა ოცნება რომ მასწავლე“ გასდევდა. 

ბავშვებმა დედებისათვის მისალოცი ბარათები და თემატური გაზეთი დიდი სიხარულით დაამზადეს.

ღონისძიებაზე მათ დედაზე ქართველი და უცხოელი მწერლებისა და პოეტების გამონათქვამები შეისწავლეს. უდიდესი სითბოთი და სიყვარულით წაიკითხეს სხვადასხვა პოეტების ლექსები.

„მშობლებს სიურპრიზად ვუჩვენეთ სლაიდშოუ, სადაც შვილებთან ერთად გადაღებული სურათები იყო მოცემული, მასწავლებელი ეცადა ბავშვებში ჩამოეყალიბებინა დედა -  როგორც, კერის მცველი, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

დედის დღეს ღონისძიების გარეშე არც მე-4 კლასში ჩაუვლია. მათ 3 მარტთან დაკავშირებით, ქართული ენის, ხელოვნებისა და მუსიკის ინტეგრაციით, მინიპროექტი სახელწოდებით - „ ყველას თავისი დედიკო უყვარს“ განახორციელეს.

პროექტი მოიცავდა 5 შეხვედრას. მოსწავლეებმა შეისწავლეს პოეტების: ლელა ცუცქირიძისა და ფიქრია ჩხიტუნიძის ლექსები. საკუთარი ხელით დაამზადეს მედლები დედებისთვის, მოამზადეს სიმღერა და საზეიმო ღონისძიებით 3 მარტი დედებს მიულოცეს.

ყველა დედას მედლები გადაეცა და „საუკეთესო დედის“ ტიტული  მიენიჭა.

ღონისძიების ხელმძღვანელები იყვნენ მასწავლებლები: ფიქრია თურქია, ეთერ ვაშალომიძე და ლელა გოლიაძე.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

პიროვნება
სკოლები
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა“
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება